bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 5
Ezra 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 6 →
1
წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარია ყიდოს ძემ იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ იუდაელებს ისრაელის ღმერთის სახელით უწინასწარმეტყველეს.
2
მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შეალთიელის ძე და იესო იოცადაკის ძე, და შეუდგნენ ღმერთის ტაძრის შენებას იერუსალიმში. და მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი, რომელნიც განამტკიცებდნენ მათ.
3
მაშინ მოვიდნენ მათთან მდინარისგაღმელი განმგებელი თათენაი და შეთარ-ბოზენაი, და მათი თანამოაზრენი და უთხრეს მათ: „ვინ მოგცათ ბრძანება ამ ტაძრის აშენებისა და ამ კედლების დასრულებისა?“
4
მაშინ ვუთხარით მათ იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებდნენ.
5
და მათი ღვთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, და მათაც არ შეუწყვეტინებიათ მათთვის მუშაობა, ვიდრე შეტყობინება მიუვიდოდა დარიოსს და ვიდრე საპასუხო წერილს მიიღებდნენ ამ საქმეზე.
6
აი, პირი იმ წერილისა, რომელიც მეფე დარიოსს გაუგზავნეს თათენაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, და შეთარ-ბოზენაიმ და მათმა თანამოაზრე აფარსახელმა ხელისუფლებმა, რომლებიც იმ დროს მდინარის გღმა იყვნენ.
7
შეტყობინებაში, რომელიც მათ გაუგზავნეს, ნათქვამი იყო: „მშვიდობა ნუ მოაკლოს მეფე დარიოსს!
8
უწყოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღვთის სახლთან. იგი შენდება თლილი ქვით და კედლებში ჩამოგანულ მორებს ატანენ, მუშაობა მათ ხელში სწრაფად და გამართულად მიდის.
9
ჩვენ ვკითხეთ მათ უხუცესებს და ასე ვუთხარით: ‘ვინ მოგცათ ამ სახლის შენებისა და ამ კედლების ამოყვანის ბრძანება?’
10
და გამოვიკითხეთ მათი სახელები, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელებიც, ვინც სათავეში უდგანან მათ.
11
მათ კი ასეთი პასუხი გაგვცეს: ‘ჩვენ ვართ მსახურნი ცისა და მიწის ღმერთისა; თავიდან ვაშენებთ ტაძარს, რომელიც მრავალი წლის წინ იდგა აქ, და რომელიც ისრაელის დიდმა მეფემ ააგო და სრულქმნა.
12
მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამებმა განარისხეს ცათა ღმერთი, მან ბაბილონის მეფის, ქალდეველი ნაბუქოდონოსორის, ხელში ჩაყარა ისინი, რომელმაც ეს ტაძარი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა.
13
მაგრამ ბაბილონში კიროსის გამეფის პირველივე წელს მეფე კიროსმა გასცა ბრძანება ამ ღვთის სახლის აშენებისა.
14
და ღვთის სახლის ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რაც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და წაიღო ბაბილონის ტაძარში, უკან გამოიტანა კიროს მეფემ და გადასცა იგი შეშბაცარს, რომელიც მხარის განმგებლად დასვა მან.
15
და უთხრა მას: აიღეო ეს ჭურჭელი, წადი და წაიღე იერუსალიმის ტაძარში, და აშენდეს ღვთის სახლი თავის ადგილზეო.
16
მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის სახლს იერუსალიმში; და იმ დღიდან მოკიდებული აქამდე შენდება ის, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა.’
17
და ახლა, თუ მეფე ინებებს, მოჩხრიკონ მეფის საგანძური იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის აშენებისა იერუსალიმში, და მეფის ის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე გამოგვიგზავნონ.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10