bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 3
Ezra 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 4 →
1
და, როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე თავიანთ ქალაქებში ცხოვრობდნენ, შეიკრიბა მთელი ხალხი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი.
2
და ადგნენ იესო იოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები და ზერუბაბელი, შეალთიელის ძე, და მისი ძმები, და აუგეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, რათა მასზე აღევლინათ სრულადდასაწველი, როგორც სწერია მოსეს, ღვთისკაცის, რჯულში.
3
და დადგეს სამსხვერპლო თავის საძირკველზე – რადგან შიში ჰქონდათ სხვა ქვეყნების ხალხისა – და იწყეს მასზე უფლისადმი დილისა და საღამოს სრულადდასაწველის აღვლენა.
4
და მართავდნენ კარვობის დღესასწაულს, როგორც დაწერილია, და სწირავდნენ დღიურ სრულადდასაწველს განსაზღვრულ რიცხვში, ყოველი დღის წესისამებრ.
5
და ამის შემდეგ სწირავდნენ ყოველდღიურ სრულადდასაწველს, და ახალმთვარობის მსხვერპლს, და უფლისადმი მიძღვნილ ყოველ წმიდა დღესასწაულზე, და, ამას გარდა, ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობით რაიმე მოჰქონდა უფლისათვის.
6
მეშვიდე თვის პირველი დღიდანვე დაიწყეს უფლისათვის სრულადდასაწველის აღვლენა. ხოლო უფლის ტაძრის საძირკველი ჯერაც არ ჰქონდათ ჩაყრილი.
7
და მისცეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს – სასმელ-საჭმელი, და ზეთი – ციდონელებს და ცორელებს, რათა მოეზიდათ კედარის მორები ზღვით ლიბანიდან იაფოში, იმ ნებართვით, რომელიც მისცა მათ სპარსეთის მეფე კიროსმა.
8
და იერუსალიმში ღვთის სახლთან მათი მისვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შეალთიელის ძე, იესო იოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები და ლევიანები, რომლებიც ტყვეობიდან დაბრუნდნენ იერუსალიმში; და დააყენეს ლევიანები, 20 წლიდან და ზევით, უფლის ტაძრის სამუშაოების ზედამხედველებად.
9
და დადგნენ იესო და მისი ძენი და მისი ძმები, და კადმიელი და მისი ძენი, ძენი იუდასი, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად, ასევე ხენადადის ძენი, მათი ძენი და მათი ძმები – ლევიანები.
10
და როცა მშენებლებმა უფლის ტაძრის საძირკველი ჩაყარეს, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით, და ლევიანები, ასაფის ძეთაგან, წინწილებით, რათა ედიდებინათ უფალი დავითის, ისრაელის მეფის, წესის მიხედვით.
11
და შეჰღაღადეს მონაცვლეობით უფალს გალობით: „აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილია, რადგან საუკუნოა წყალობა მისი ისრაელზე!“ და მთელი ხალხი უფლის ტაძრის დაფუძნების გამო მაღალი ხმით ამბობდა უფლის ქება-დიდებას.
12
და მრავალნი მღვდელთაგან და ლევიანთაგან, მამისსახლთა თავკაცთაგან, და მოხუცებულთაგან, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირველი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველს უყრიდნენ ტაძარს, ბევრმა კი სიხარულის ყიჟინა დასცა.
13
და ხალხი ვეღარ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმას, რადგან ხალხი დიდი ხმით გუგუნებდა და შორს ისმოდა მათი ხმა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
Recommended Reading
Commentary
Ezra Commentaries
→
Devotional
Ezra Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→