bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 9
Ezra 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 10 →
1
და ეს ყოველივე რომ დასრულდა, მეახლნენ მე მთავრები და მითხრეს: „ისრაელიანები, მღვდლები და ლევიანები არ განდგომიან უცხოთესლთა – ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზელთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს,
2
რადგან მათ მათი ასულები მოიყვანეს ცოლებად და თავის ძეებსაც მოყჰგვარეს; და შეერია წმიდა თესლი უცხოთესლს; და ამ ურჯულოებაში უმთავრესად წარჩინებულთა და წინამძღოლთა ხელი ერია.“
3
ეს ამბავი რომ გავიგე, შემოვიხიე სამოსელი და მოსასხამი, ვიგლეჯდი თმა-წვერსა და გაოგნებული ვიჯექი.
4
და ჩემთან თავი მოიყარა ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის სიტყვებისა ტყვედყოფილთა ურჯულოების გამო; მე კი ვიჯექი გაოგნებული საღამოს მსხვერპლშეწირვამდე.
5
და საღამოს მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი გლოვის ადგილიდან, და ჩემი შემოხეული სამოსლითა და მოსასხამით დავემხე მუხლებზე და ხელი აღვაპყარ უფლის, ჩემი ღმერთის, მიმართ
6
და ვთქვი: „ღმერთო ჩემო! მრცხვენია და მერიდება, რომ სახე მოვაპყრო შენსკენ, რადგან ჩვენი ურჯულოებანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას სწვდება.
7
ჩვენი მამების დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვართ; და ჩვენი ურჯულოების გამო ჩვენ, ჩვენი მეფენი და ჩვენი მღვდლები უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში ჩავცვივდით, მახვილის ქვეშ და ტყვეობაში; სხვისი სათარეშო და დასაცინი გავხდით – როგორც დღესა ვართ.
8
და ახლა წამიერად მოიღო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ჩვენზე წყალობა და დატოვა ჩვენი ნატამალი და მოგვცა დასამკვიდრებელი თავის წმიდა ადგილზე, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.
9
რადგან მონები ვართ ჩვენ და ჩვენს მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს და განავრცო ჩვენზე წყალობა სპარსეთის მეფეთა წინაშე, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღმერთის სახლი; აღგვედგინა ნანგრევებიდან, რომ ზღუდე გვქონოდა იუდასა და იერუსალიმში.
10
და ახლა რაღა გვეთქმის, ღმერთო ჩვენო, ამის შემდეგ? რადგან მივატოვეთ შენი მცნებანი,
11
შენი მსახურების, შენი წინასწარმეტყველების, პირით რომ გვაუწყე და გვითხარი: ‘ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდური ქვეყანაა იმ ქვეყნების ხალხების უწმიდურებისა და სიბილწის გამო, რომელთაც კიდით კიდემდე აავსეს იგი თავიანთი სიბინძურით.
12
და ახლა თქვენი ასულები არ გაატანოთ მათ ძეებს და მათი ასულები არ მოუყვანოთ თქვენს ძეებს. არ ეძებოთ მათი მშვიდობა და სიკეთე უკუნისამდე, რათა გაძლიერდეთ და ჭამოთ იმ ქვეყნის დოვლათი და სამარადისოდ დაუმკვიდროთ იგი თქვენს ძეებს.’
13
და ყოველივე ამის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და ჩვენი დიდი დანაშაულის გამო, რადგან შენ, ღმერთო ჩვენო, იმაზე ნაკლებად დაგვსაჯე, ვიდრე ამას ჩვენი უკეთურებანი იმსახურებდნენ, და მოგვმადლე ამგვარი ხსნა.
14
ნუთუ კვლავ დავარღვევთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? მაშინ ხომ განგვირისხდები მოსასპობად ისე, რომ ჩვენი აღარც ნატამალი იქნება და აღარც ვინმე გადარჩენილი.
15
უფალო, ღმერთო ისრაელისა! სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ნატამალი ვართ დღესდღეობით. აჰა, ჩვენ შენს წინაშე ვართ ჩვენი დანაშაულიანად, თუმცა ყოველივე ამის შემდეგ, უღირსნი ვართ, რომ შენს წინაშე ვიდგეთ.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10