bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 4
Ezra 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 5 →
1
და გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს,
2
და მივიდნენ ისინი ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან, და უთხრეს: „ჩვენც თქვენთან ერთად გვინდა ვაშენოთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ესარხადონის, დღეთაგან, რომელმაც აქ ამოგვიყვანა.“
3
და უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის მამისსალთა დანარჩენმა თავკაცებმა: „არ შეიძლება, რომ თქვენ და ჩვენ ერთად ვაშენოთ ჩვენი ღვთის სახლი, რადგან მხოლოდ ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის კიროსს, სპარსთა მეფეს.“
4
და იქაური ხალხი ხელს უშლიდა იუდაელთ და აბრკოლებდა ტაძრის შენებაში.
5
და იწყეს მათ წინააღმდეგ მრჩევლების მოსყიდვა, რათა ჩაეშალათ მათი განზრახვა სპარსეთის მეფე კიროსის დღეებიდან დარიოსის გამეფებამდე.
6
და, როცა ახაშვეროში გამეფდა, მისი მეფობის დასაწყისში მათ დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მოსახლეობაზე.
7
და არტაქსერქსეს დღეებში მისწერეს სპარსეთის მეფეს, არტაქსერქსეს, ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და სხვა მათმა თანამზრახველებმა. წერილი დაწერილი იყო არამეული ასოებით არამეულ ენაზე.
8
რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მწიგნობარმა მეფე ართახშასთას ერთი ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ:
9
„ჩვენ, რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მწიგნობარმა და სხვა თანამოაზრეებმა, მსაჯულებმა, განმგებლებმა, მწიგნობრებმა, და ხელისუფლებმა, ერექელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, ანუ ყელამელებმა,
10
და დანარჩენმა ხალხმა, რომელნიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა სამარიის ქალაქებში და სხვა ქალაქებში ევფრატის გაღმა...“ –
11
და აი, რა იყო შემდეგ ნათქვამი იმ წერილში, რომელიც მათ გაუგზავნეს მას: „მეფე ართახშასთას, შენი მსახურნი, ადამიანები, რომლებიც მდინარის გაღმა ცხოვრობენ და სხვანი.
12
მეფემ უნდა იცოდეს, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ, იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს; კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ.
13
ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დამთავრდა, ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაგიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება.
14
ახლა, რაკი ჩვენ მეფის სასახლის მარილი გვაქვს ნაჭამი, მეფის ზარალის შორიდან ყურება არ შეგვიძლია, ამიტომ ვუგზავნით მეფეს უწყებას და ვატყობინებთ:
15
მოჩხრიკონ შენი მამების მატიანეში, – და შენ ნახავ და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია და საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისათვის; და რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა აქ, ამიტომაც იქნა ეს ქალაქი განადგურებული.
16
და ახლა ვატყობინებთ ჩვენს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დამთავრდა, მდინარის გაღმა სამფლობელო აღარ შეგრჩება.“
17
მეფემ ასეთი პასუხი გამოუგზავნა მათ: „რეხუმ მრჩეველს, შიმშაი მწიგნობარს და მათ სხვა თანამოაზრეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიასა და ევფრატის გაღმა მხარის დანარჩენ ქალაქებში: მშვიდობა იყოს თქვენთან!
18
წერილი, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, სიტყვა-სიტყვით წაიკითხეს ჩემს წინაშე.
19
და ჩემი ბრძანებით გამოჩხრიკეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს და ამბოხება და არეულობა ხდებოდა იქ.
20
და ძლიერი მეფენი განაგებდნენ იერუსალიმს, და ეპყრათ მათ მდინარის მთელი გაღმა მხარე და გადასახადებს, ხარკსა და ბეგარას იღებდნენ იქიდან.
21
ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ ხალხმა, რათა არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება.
22
და ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში, თორემ დიდი ზარალი იქნება და სამეფო დაზიანდება.“
23
როგორც კი მეფე ართახშასთას წერილი წაიკითხეს რეხუმისა და შიმშაი მწიგნობრისა და მათ თანამოაზრეთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და იძულებით შეაჩერებინეს სამუშაოები.
24
მაშინ შეწყდა ღმერთის ტაძრის შენება იერუსალიმში და გაჩერებული იყო, სპარსეთის მეფის, დარიოსის, მეფობის მეორე წლამდე.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
Recommended Reading
Commentary
Ezra Commentaries
→
Devotional
Ezra Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→