bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ezra 8
Ezra 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 9 →
1
ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები და მათი გვარ-ტომისანი, რომელნიც წამოვიდნენ ჩემთან ერთად ბაბილონიდან ართახშასთას მეფობაში:
2
ფინეხასის ძეთაგან – გერშომი; ითამარის ძეთაგან – დანიელი; დავითის ძეთაგან – ხატუში;
3
შექანიას ძეთაგან და ფარყოშის ძეთაგან – ზაქარია და მასთან მითვლილი 150 მამაკაცი;
4
ფახათ-მოაბის ძეთაგან – ელიეჰოყენაი, ზერახიას ძე და მასთან ერთად 200 მამაკაცი;
5
ზათუს ძეთაგან – შექანია, იახაზიელის ძე და მასთან ერთად 300 მამაკაცი;
6
ყადინის ძეთაგან – ყებედი, იონათანის ძე და მასთან ერთად 50 მამაკაცი;
7
ყელამის ძეთაგან – ესაია, ღათალიას ძე და მასთან ერთად 70 მამაკაცი;
8
შეფატიას ძეთაგან – ზებადია, მიქაელის ძე და მასთან ერთად 80 მამაკაცი;
9
იოაბის ძეთაგან – ყობადია, იეხიელის ძე და მასთან ერთად 218 მამაკაცი;
10
ბანის ძეთაგან – შელომითი, იოსიფიას ძე და მასთან ერთად 160 მამაკაცი;
11
ბებაის ძეთაგან – ზაქარია, ბებაის ძე და მასთან ერთად 28 მამაკაცი;
12
ყაზგადის ძეთაგან – იოხანანი, ჰაკატანის ძე და მასთან ერთად 110 მამაკაცი;
13
ადონიკამის ძეთაგან – უკანასკნელნი, და აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი და შემაყია და მათთან ერთად 60 მამაკაცი;
14
ბიგვაის ძეთაგან – ყუთაი და ზაქური, და მათთან ერთად 70 მამაკაცი.
15
და შევკრიბე ისინი მდინარესთან, რომელიც ერთვის აჰავას, და ვიდექით იქ სამი დღე. ვნახე ხალხი და სამღვდელოება, მაგრამ მათ შორის ლევიანთაგან იქ ვერავინ ვიპოვე.
16
და დავიბარე ელიყეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი – თავკაცები, და იოიარიბი და ელნათანი – ბრძენკაცები.
17
გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას მხარის საზოგადოების მთავართან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის ძმებს, ტაძრის მსახურებს, ქასიფიას მხარეში მყოფთ, რათა მოეყვანათ ჩვენთვის მსახურნი ჩვენი ღმერთის ტაძრისათვის.
18
რადგან კეთილი ხელი ჩვენი ღმერთისა ჩვენზე იყო, მათ მოიყვანეს ჩვენთან ერთი გონიერი კაცი მახლის ძეთაგან, ლევის ძისა, ისრაელის ძისა, სახელად შერებია, და მისი ვაჟები და სხვა 18 კაცი;
19
და ხაშაბია, და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ვაჟები – 20 კაცი.
20
და ტაძრის მსახურთაგან, რომლებიც დავითმა და მისმა მთავრებმა ლევიანებს მისცეს მსახურებად – 220 ტაძრის მსახური; ყველა მათგანი თავისი სახელით იყო ჩაწერილი.
21
და გამოვაცხადე იქ მარხვა, მდინარე აჰავაზე, რათა თავი დაგვემდაბლებინა ჩვენი ღმერთის წინაშე, რათა მისთვის გვეთხოვა უსაფრთხო მოგზაურობა ჩვენთვის და ჩვენი წვრილშვილისა და მთელი ჩვენი მონაგარისათვის,
22
რადგან შემრცხვა მეთხოვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები, გზაზე მტრისაგან თავდასაცავად, რადგან ნათქვამი გვქონდა მისთვის: ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც განუდგება მას!
23
და ვიმარხულეთ და ვთხოვეთ ჩვენს ღმერთს ეს, და შეისმინა მან ჩვენი.
24
და გამოვყავი 12 კაცი მღვდლების უფროსთაგან: შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან.
25
და ავუწონე მათ ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი, ჩვენი ღვთის სახლის შეწირულობა, რაც შესწირეს მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და იქ მყოფმა მთელმა ისრაელიანებმა.
26
და მივუწონე მათ ხელში 650 ტალანტი ვერცხლი, ვერცხლის ჭურჭელი – 100 ტალანტისა და 100 ტალანტი ოქრო;
27
და ოქროს 20 თასი ათას დრაქმიანი და წმინდა ბრინჯაოს ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვს.
28
და ვუთხარი მათ: „თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ეს ჭურჭელიც წმიდაა; და ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შეწირულობაა უფლის, თქვენი მამების ღმერთისადმი.
29
ფრთხილად იყავით და მოუფრთხილდით ამას, ვიდრე მიუწონიდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის ტაძრის საგანძურში.“
30
და ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა ვერცხლი და ოქრო, და ჭურჭელი წონით, რათა წაეღოთ იერუსალიმში, ჩვენი ღვთის სახლში.
31
და დავიძარით მდინარე აჰავადან იერუსალიმში წასასვლელად პირველი თვის მეთორმეტე დღეს; და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე და გვიხსნიდა ჩვენი მტრის ხელიდან და გზაში ჩასაფრებულთაგან.
32
და მივედით იერუსალიმში, და დავყავით იქ სამი დღე.
33
და მეოთხე დღეს ვერცხლი, ოქრო და ჭურჭელი ჩვენი ღვთის სახლში ხელში მივუწონეთ მერემოთს, ურია მღვდლის ძეს; და მასთან ერთად იყო ელეაზარ ფინეხასის ძე; და მათთან ერთად იყვნენ იოზაბადი, იესოს ძე, და ნოყადია ბინუის ძე – ლევიანები.
34
ყველაფერი დაითვალა და აიწონა, და ჩაიწერა მთელი ის წონა.
35
ტყვეობიდან დაბრუნებულმა გადანასახლებმა ხალხმა სრულადდასაწველი შესწირეს ისრაელის ღმერთს: 12 მოზვერი, მთელი ისრაელისათვის, 96 ვერძი, 77 კრავი, 12 ვაცი ცოდვის მსხვერპლად; ყოველივე ეს უფლისათვის სრულადდასაწველად.
36
და გადასცეს მეფისნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებელთ მეფის ბრძანება; და ისინიც ხელს უწყობდნენ ხალხსა და ღვთის სახლს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10