bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 11
1 Samuel 11
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 12 →
1
წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გილყადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: „შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.“
2
უთხრა მათ ნახაშ ყამონელმა: „ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.“
3
უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: „შვიდი დღე მოგვეცი, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელში და, თუ არავინ იქნა ჩვენი მხსნელი, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.“
4
მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
5
აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: „რა მოუვიდა ხალხს, რა ატირებს?“ ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი.
6
ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
7
ადგა და აკუწა ორივე ხარი და იმ მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: „ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს.“ უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ, როგორც ერთი კაცი.
8
აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელის ძენი სამასი ათასი იყვნენ, იუდას ხალხი – ოცდაათი ათასი.
9
უთხრეს მოსულ მოციქულებს: „ასე უთხარით გილყადის იაბეშის ხალხს: ‘ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, იქნება ხსნა.’“ მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს, და მათაც გაიხარეს.
10
შეუთვალეს იაბეშელებმა: „ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.“
11
მეორე დღეს სამ რაზმად დაჰყო საულმა ხალხი და დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ მათში ორი ერთად არ დარჩენილა.
12
უთხრა ხალხმა სამუელს: „ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.“
13
უთხრა საულმა: „ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.“
14
უთხრა სამუელმა ხალხს: „წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.“
15
წავიდა მთელი ხალხი გილგალს, და გაამეფეს იქ საული უფლის წინაშე გილგალში, და შესწირეს იქ სამშვიდობო მსხვერპლი უფლის წინაშე. და ძლიერ გაიხარა იქ საულმა და ყველა ისრაელის ძემ.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31