bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 27
1 Samuel 27
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 28 →
1
და თქვა დავითმა თავის გულში: „ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით. ამიტომ მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას მთელს ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.“
2
და ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გათის მეფესთან.
3
და ცხოვრობდა დავითი აქიშთან გათში, თვითონ და მისი კაცები თავ-თავისი ოჯახებითურთ, დავითი და მისი ორი ცოლი – იზრეყელელი ახინოყამი და ქარმელელი აბიგაილი, ნაბალის ქვრივი.
4
და შეატყობინეს საულს, გათში გაიქცაო დავითი, და მეტი აღარ უძებნია იგი.
5
და უთხრა დავითმა აქიშს: „თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მომცენ ადგილი რომელიმე მცირე ქალაქში და ვიცხოვრებ იქ. რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი მსახური შენს გვერდით, სამეფო ქალაქში?“
6
და მისცა აქიშმა ციკლაგი. ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.
7
ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
8
და ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
9
და აოხრებდა დავითი მთელს იმ ქვეყანას, ცოცხალს არ ტოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარსა და ძროხას, სახედრებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს; და ბრუნდებოდა და მოდიოდა აქიშთან.
10
და ეტყოდა აქიში: „სად არბევდით დღეს?“ მიუგებდა დავითი აქიშს: „იუდას სამხრით, იერახმეელელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.“
11
არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მიჰყავდა გათში და ამბობდა: „არ ილაპარაკონ ჩვენზე. ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.“
12
და მიენდო აქიში დავითს, ფიქრობდა: თავი შეაძულა თავის ერს, ისრაელს, და სამუდამო მსახურად გამიხდებაო.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31