bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 8
1 Samuel 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
1
როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები გაამწესა.
2
მის პირმშოს სახელად ერქვა იოელი, ხოლო უმცროსს – აბია. ბეერ-შებაყში იყვნენ მსაჯულებად.
3
არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
4
შეიკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი და მივიდა სამუელთან რამაში.
5
უთხრეს: „შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას; დაგვისვი ახლა მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია.“
6
არ მოეწონა ეს საქმე სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად, მაშინ ილოცა სამუელმა უფლის მიმართ.
7
უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
8
როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონნენ, ასევე გექცევიან შენც.
9
ახლა გაუგონე მათ, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.“
10
უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
11
უთხრა: „ეს უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს, და ირბენენ მისი ეტლის წინ.
12
დააყენებს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრების მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად.
13
აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და ხაბაზებად.
14
წაიღებს თქვენს საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მსახურებს დაურიგებს.
15
მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის საჭურისებს და მსახურებს დაურიგებს.
16
წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.
17
წაიღებს მეათედს თქვენი ფარებიდან და თქვენც მისი მონები გახდებით.
18
და გმინვას დაიწყებთ მაშინ თქვენი არჩეული მეფისაგან, მაგრამ პასუხს აღარ გაგცემთ მაშინ უფალი.“
19
არ დაუჯერა ხალხმა სამუელს, თქვეს: „არა და არა, მეფე უნდა გვეჯდეს.
20
ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან, ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენს ომებს წარმართავს.“
21
მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს.
22
უთხრა უფალმა სამუელს: „შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე.“ და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: „წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31