bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 21
1 Samuel 21
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 22 →
1
და ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
2
და მივიდა დავითი ნობში ახიმელექ მღვდელთან. და შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და უთხრა მას: „მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?“
3
და უთხრა დავითმა ახიმელექ მღვდელს: „საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: ‘არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ.’ ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავტოვე მსახურები.
4
და ახლა, რაც ხელთ გაქვს, მომეცი, ხუთი პური ან რაც მოგეძევება.“
5
და მიუგო მღვდელმა დავითს და უთხრა: „უბრალო პური არა მაქვს ახლა, მხოლოდ წმიდა პური მაქვს, ოღონდ ქალებისგან თუ არიან მარხულნი ჭაბუკები?“
6
მიუგო დავიდმა მღვდელს და უთხრა: „ნამდვილად აღკვეთილია ჩვენთვის ქალი გუშინდლიდან, გუშინწინიდან, რაც გამოვედი, და ჭაბუკთა ჭურჭლებიც წმიდაა. ეგ პურიც უბრალოდ ჩაითვლება, რადგან დღეს მაინც ახალი უნდა განიწმიდოს ჭურჭელში.“
7
და მისცა მას მღვდელმა წმიდა პური, რადგან არ იყო იქ სხვა პური, გარდა საწინაშეო პურებისა, რომლებიც აეღოთ უფლის სახლიდან, რომ მის ნაცვლად თბილი პურები დაეწყოთ.
8
და იყო იქ იმ დღეს უფლის წინაშე ერთი კაცი, საულის მსახურთაგანი, სახელად დოეგი, ედომელი, საულის მწყემსების უფროსი.
9
და უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არ გაქვს სადმე შუბი ან მახვილი, რადგან არც მახვილი წამომიღია და არც სხვა რამ საჭურველი, ისე სასწრაფო იყო სამეფო საქმე.“
10
და უთხრა მღვდელმა: „იმ ფილისტიმელი გოლიათის მახვილია აქ, მუხნარის ველზე რომ დაამარცხე. აგერ დევს, ეფოდის უკან, მოსასხამში გახვეული; თუ წაღება გინდა, წაიღე, რადგან მის გარდა სხვა არაფერი გვაქვს.“ და თქვა დავითმა: „ამას არაფერი შეედრება, მომეცი.“
11
და ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მივიდა აქიშთან, გათის მეფესთან.
12
უთხრეს აქიშს მსახურებმა: „ეს დავითი არ არის იმ ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: ‘საულმა სძლია ათასებს, დავითმა – ათი ათასებს?’“
13
და გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
14
და სახე შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.
15
და უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: „ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?
16
შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემს წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?“
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31