bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 23
1 Samuel 23
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
1
და შეატყობინეს დავითს: „აჰა, ფილისტიმელები დაესხნენ კეყილს და კალოებს ძარცვავენ.“
2
და დაეკითხა დავითი უფალს: „თუ წავედი, დავამარცხებ იმ ფილისტიმელებს?“ და მიუგო უფალმა დავითს: „წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს.“
3
და უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „ჩვენ აქ, იუდაშიც, გვეშინია და კეყილში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?“
4
და კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: „ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“
5
და წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს, გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. და იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი.
6
როცა დავითთან გამოიქცა აბიათარი, ახიმელექის ძე, თან ეფოდი წამოიღო.
7
და აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: „ხელში ჩამიგდო იგი უფალმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.“
8
და საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.
9
და შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: „მოიტანე ეფოდი!“
10
და თქვა დავითმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მსახურმა, რომ კეყილისაკენ მოდის საული, რათა ჩემს გამო გაანადგუროს ქალაქი.
11
თუ მიმცემენ მათ ხელს კეყილელნი? თუ ჩამოვა საული, როგორც შეიტყო შენმა მსახურმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მსახურს!“ და მიუგო უფალმა: „ჩამოვა.“
12
და თქვა დავითმა: „თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს?“ და თქვა უფალმა: „მიგცემენ.“
13
და აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან, და დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად.
14
და ჩერდებოდა დავითი უდაბნოში, მიუვალ ადგილებში და შემდეგ მთაზე – ზიფის უდაბნოში. და მთელი დღეები ეძებდა მას საული, მაგრამ უფალმა არ მისცა მის ხელს.
15
და დაინახა დავითმა, რომ გამოვიდა საული მის მოსაკლავად, და დარჩა დავითი ზიფის უდაბნოში, ერთ ტყეში.
16
და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით.
17
და უთხრა: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის, ხელი. შენ იმეფებ ისრაელზე, ხოლო მე შენს შემდეგ მეორე კაცი ვიქნები, მამაჩემმა საულმაც იცის ეს.“
18
და შეკრეს კავშირი ორმა უფლის წინაშე. დარჩა დავითი ტყეში და იონათანი შინ დაბრუნდა.
19
და მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: „აჰა, ჩვენთან იმალება დავითი, მიუვალ ადგილებში, ტყეში, ხაქილას გორაზე, იეშიმონის ხელმარცხნივ.
20
ახლა, შენს ნებაზეა, მეფეო, წახვალ თუ არა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ მეფეს მივცეთ ის ხელში.“
21
და თქვა საულმა: „უფალიმც გაკურთხებთ, რომ შემიბრალეთ!
22
წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალიერ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ცბიერობსო.
23
ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ. და წამოგყვებით და თუ ამ ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა ათასეულში დავუწყებ ძებნას.“
24
და ადგნენ და წავიდნენ საულზე ადრე ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ყარაბაში, იეშიმონის მარცხნივ.
25
და წავიდა საული საძებნელად თავისი კაცებითურთ. და შეატყობინეს დავითს, და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. და შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოში.
26
და მიდიოდა საული მთის ერთ მხარეს, ხოლო დავითი თავისი კაცებითურთ მთის მეორე მხარეს. და გამალებით გაურბოდა დავითი საულს, ხოლო საული და მისი ხალხი ცდილობდნენ გზა მოეჭრათ დავითისა და მისი ხალხისთვის და შეეპყროთ ისინი.
27
ამ დროს მაცნე მოვიდა საულთან და მოახსენა: „იჩქარე და წადი, რადგან ფილისტიმელები დაესხნენ ქვეყანას.“
28
მიანება თავი დავითის დევნას საულმა და გაემართა ფილისტიმელებთან შესახვედრად. ამიტომ უწოდეს ამ ადგილს სელაყ-ჰამახლეკოთი.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31