bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 18
1 Samuel 18
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 19 →
1
და მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, და შეიყვარა იგი იონათანმა, როგორც საკუთარი სული.
2
და წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში.
3
და შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი, როგორც საკუთარი სული.
4
და მოიხადა იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ჰქონდა, და მისცა დავითს, აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5
და ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული და ჭკვიანურად იქცეოდა. და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად და ყველას მოეწონა ეს ამბავი – ხალხსაც და საულის მსახურებსაც.
6
და როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და როკვით, დაფდაფებით და მხიარული შეძახილებით.
7
გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები და ამბობდნენ: „შემუსრა საულმა თავისი ათასები, დავითმა – ათი ათასები!“
8
და მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები, და თქვა: „დავითს ათი ათასები მისცეს, მე კი – ათასები. მეფობაღა აკლია.“
9
და ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს.
10
მეორე დღეს დაეცა საულს ბოროტი სული ღვთისაგან და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
11
და ისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს, მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.
12
და შეეშინდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13
და განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. და გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14
და მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი თავის საქმეებში, და უფალი იყო მასთან.
15
და დაინახა საულმა, რომ მეტად გონიერი იყო იგი და შეეშინდა მისი.
16
მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17
და უთხრა საულმა დავითს: „აჰა, უფროსი ასული მყავს, მერაბი. ცოლად მოგათხოვებ, ოღონდ მამაცად მეყოლე და გადაიხადე უფლის ომები.“ ფიქრობდა საული: „ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო.“
18
და უთხრა დავითმა საულს: „ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“
19
და დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს.
20
და შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი. და ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21
და თქვა საულმა: „მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი.“ უთხრა საულმა დავითს: „მეორეთი დამესიძები დღეს.“
22
და უბრძანა საულმა თავის მსახურთ: „ჩააგონეთ დავითს და უთხარით, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე-თქო მეფეს.“
23
და მიიტანეს საულის მსახურებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები. და თქვა დავითმა: „ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ.“
24
და აცნობეს მისმა მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25
და თქვა საულმა: „ასე უთხარით დავითს: სხვა ურვადი არ სურს მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს.“ რადგან ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს.
26
და აცნობეს საულის მსახურებმა დავითს ეს სიტყვები და მოეწონა დავითს, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.
27
ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი და წავიდა თავის მებრძოლებთან ერთად, და მოსრა ორასი ფილისტიმელი. და მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული, ცოლად.
28
და დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან და რომ უყვარდა იგი მიქალს, მის ასულს,
29
და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა.
30
და გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად და, როცა კი გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე გონივრულად იქცეოდა დავითი, და დიდად განითქვა მისი სახელი.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31