bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 12
1 Samuel 12
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 13 →
1
უთხრა სამუელმა მთელს ისრაელს: „აჰა, ვუსმინე თქვენს ხმას ყველაფერში, რასაც მოითხოვდით ჩემგან და გავამეფე თქვენზე მეფე.
2
ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ. მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.
3
აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამირთმევია, თუ ვინმე შემივიწროებია, თუ ვინმე დამიჩაგრავს, თუ ვინმეს ხელიდან ქრთამი ამიღია მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.“
4
უთხრეს: „არც შეგივიწროებივართ და არც დაგიჩაგვრივართ, არც ვინმეს ხელიდან რამე აგიღია.“
5
კვლავ უთხრა მათ: „უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის, და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში.“ უთხრეს: „მოწმე იყოს!“
6
უთხრა სამუელმა ხალხს: „ჰო, [მოწმე იყოს] უფალი, რომელმაც მოსე და აარონი დაადგინა, რომელმაც თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა.
7
ახლა დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე ყველა სიკეთის გამო, რაც გიყოთ უფალმა თქვენ და თქვენს მამებს.
8
როცა იაკობი მივიდა ეგვიპტეში და შეჰღაღადეს თქვენმა მამებმა უფალს, მაშინ უფალმა და მოავლინა მოსე და აარონი და მათ გამოიყვანეს თქვენი მამები ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაასახლეს.
9
მაგრამ დაივიწყეს მათ უფალი, თავიანთი ღმერთი, და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა სისარას, ხაცორის მხედართმთავარს, ფილისტიმელებს და მოაბელთა მეფეს, [რომელნიც] ებრძოდნენ მათ.
10
მაგრამ როცა შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: ‘შევცოდეთ, რადგან განვუდექით უფალს და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთაროთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელთაგან და გემსახურებით.’
11
მაშინ მოავლინა უფალმა იერუბაყალი, ბედანი, იფთახი და სამუელი. ის გიფარავდათ გარეშემო მტრების ხელთაგან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
12
დაინახეთ, რომ ყამონელთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ და მითხარით: ‘არა, მეფემ იმეფოს ჩვენზე!’ თქვენი მეფე კი უფალია, ღმერთი თქვენი.
13
ახლა, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით: აჰა, მოგცათ უფალმა მეფე.
14
თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის ხმას და წინ არ აღუდგებით მის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
15
თუ არ შეისმენთ უფლის ხმას და წინ აღუდგებით უფლის ბრძანებებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამების წინააღმდეგ იყო.
16
„ახლა დადექით და შეხედეთ ამ დიდ საქმეს, რასაც უფალი აღასრულებს თქვენს თვალწინ.
17
ხომ პურის მკაა ახლა? შევთხოვ უფალს და მოავლენს ჭექა-ქუხილსა და წვიმას, და გაიგებთ და ნახავთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის თვალწინ რომ ჩაიდინეთ, როცა მეფე მოითხოვეთ თქვენთვის.“
18
შესთხოვა სამუელმა უფალს და მოავლინა უფალმა ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს. ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
19
უთხრა მთელმა ხალხმა სამუელს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისათვის, რომ არ დავიხოცოთ, რადგან მთელს ჩვენს ცოდვებს ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ.“
20
უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ, უკვე ჩადენილი გაქვთ მთელი ეს ბოროტება. ოღონდ ნუღარ განუდგებით უფალს და მთელი თქვენი გულით ემსახურეთ.
21
ნუ გაიწევთ ფუჭისაკენ, არ დაგიფარავენ და არ გიხსნიან, რადგან ფუჭნი არიან.
22
უფალი კი არ მიატოვებს თავის ერს თავისი დიდებული სახელის გამო, რადგან ინება უფალმა, რომ თავის ერად ემოერჩიეთ თქვენ.
23
მე კი, ნუმც შემიცოდავს უფლისათვის, ნუმც შემიწყვეტია თქვენს გამო ვედრება. მე დაგაყენებთ თქვენ სასიკეთო და სწორ გზაზე.
24
ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ ჭეშმარიტებით და მთელი თქვენი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.
25
თუ ბოროტად მოიქცევით, თქვენც დაიღუპებით და თქვენი მეფეც.“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31