bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 29
1 Samuel 29
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
1
და შეჰყარეს ფილისტიმელებმა მთელი თავიანთი ლაშქარი აფეკში, ხოლო ისრაელი, იზრეყელში რომ წყაროა, იქ იყო დაბანაკებული.
2
ფილისტიმელთა მთავრები თავ-თავიანთი ასეულებითა და ათასეულებითურთ ვიდოდნენ. დავითი და მისი ხალხი კი უკან მისდევდნენ აქიშს.
3
და თქვეს ფილისტიმელთა მთავრებმა: „რა უნდათ ამ ებრაელებს?“ და უთხრა აქიშმა ფილისტიმელ მთავრებს: „ეს ხომ დავითია, ისრაელის მეფის საულის მსახური. წელიწადზე მეტია ჩემთან არის და ცუდი არაფერი შემინიშნავს მისთვის დღიდან მისი გამოქცევისა დღემდე.“
4
და ბრაზობდნენ მასზე ფილისტიმელი მთავრები და უთხრეს ფილისტიმელმა მთავრებმა: „უკანვე გაისტუმრე ეგ კაცი. დაბრუნდეს თავის ადგილას, სადაც გაგიწესებია. ნუ წამოგყვება ბრძოლაში, რომ ბრძოლის დროს მტრად არ გვექცეს. რითი მოიგებს თავის ბატონის გულს, თუ არა ჩვენი კაცების თავებით?
5
ეს ხომ ის დავითია, რომელზედაც მღეროდნენ მროკველები: ‘მოსრა საულმა თავისი ათასები, დავითმა კი ათიათასები?’“
6
და უხმო აქიშმა დავითს და უთხრა: „ცოცხალია უფალი! პატიოსანი კაცი ხარ და კეთილად მიჩნს შენი მისვლა-მოსვლა ჩემს ბანაკში, რადგან ცუდი არაფერი შემინიშნავს შენთვის დღიდან შენი მოსვლისა ჩემთან, მაგრამ მთავრებს არ მოუხველ თვალში.
7
და ახლა მშვიდობით გაბრუნდი უკან და ისეთი არაფერი გააკეთო, რაც თვალში არ მოსდით ფილისტიმელ მთავრებს.“
8
და უთხრა დავითმა აქიშს: „რა გავაკეთე ან რა შენიშნე ისეთი შენს მსახურს დღიდან შენთან მოსვლისა, რომ არ წავიდე და არ ვიბრძოლო ჩემი ბატონი მეფის მტრებთან?“
9
მიუგო აქიშმა და უთხრა დავითს: „ვიცი, რომ ანგელოზივით ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელი მთავრები ამბობენ, არ წამოგვყვესო ბრძოლაში.
10
და ახლა ადექით დილაადრიანად შენ და შენი ბატონის მსახურნი, შენ რომ მოგყვნენ, ადექი დილაადრიანად და, როცა ინათებს, გაბრუნდით უკან.“
11
და ადგნენ დავითი და მისი კაცები, რათა წასულიყვნენ დილით და გაბრუნებულიყვნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში, ხოლო ფილისტიმელები იზრეყელისკენ წავიდნენ.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31