bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 13
1 Samuel 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 14 →
1
საული იყო … წლისა, როცა გამეფდა და … წელი მეფობდა ისრაელზე.
2
გამოარჩია საულმა თავისთვის ისრაელში სამი ათასი კაცი. ორიათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კაცი კი იონათანთან ბენიამინის გიბყაში. დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაუშვა.
3
იონათანმა გაანადგურა ფილისტიმელთა საყარაულო, რომელიც გებაყში იდგა, და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა. საულმა საყვირს დააყვირებინა მთელს ქვეყანაზე და გამოაცხადა: „ისმინონ ებრაელებმა!“
4
და მოისმინა მთელმა ისრაელმა, რომ გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საყარაულო და რომ მტრად მოეკიდა ისრაელი ფილისტიმელებს, და შეიყარა ხალხი საულთან გილგალში.
5
და ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად: ოცდაათი ათასი საომარი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი, ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი; ამოვიდნენ და მიქმაშში, ბეთ-ავენის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ.
6
დაინახეს ისრაელის ძეთ, რომ გაუჭირდათ, რომ გაწვალდა ხალხი და სათითაოდ მიიმალნენ გამოქვაბულებში, ეკალ-ბარდებში, კლდის ნაპრალებში, კოშკებში და ორმოებში.
7
ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გილყადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგაში იმყოფებოდა და მთელი ხალხი, ვინც გაჰყვა მას, შეშინებული იყო.
8
შვიდ დღეს იცადა მან, სამუელის ვადამდე, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში, ხალხი კი ეფანტებოდა.
9
თქვა საულმა: „მომიყვანეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი“, და აღავლინა სრულადდასაწველი.
10
ის იყო გაასრულა აღსავლენის აღვლენა, სამუელიც მოვიდა. გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
11
მაგრამ სამუელმა უთხრა: „ეგ რა ჰქენი?“ მიუგო საულმა: „დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი და შენც არ მოხვედი დათქმულ დროს. ფილისტიმელები კი მიქშაშში არიან შეკრებილნი.
12
ვიფიქრე, ახლა დამესხმებიან ფილისტიმელები გილგალში, მე კი არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. თავს ვიკავებდი, მაგრამ მაინც აღვავლინე სრულადდასაწველი.
13
უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი, რომ არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის, ნაბრძანები. ეს რომ არ გექნა, უკუნისამდე განამტკიცებდა უფალი შენს მეფობას ისრაელზე.
14
ამიერიდან ვეღარ იმყარებს შენი მეფობა; გამოძებნის უფალი თავის სასურველ კაცს და თავისი ერის წინამძღოლობას უბრძანებს, რაკი შენ არ დაიცავი, რაც გიბრძანა უფალმა.“
15
ადგა სამუელი და წავიდა გილგალიდან ბენიამინის გიბყაში. და დათვალა საულმა თავისთან მყოფი ხალხი – ექვსასამდე კაცი.
16
საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ, ფილისტიმელები კი მიქშაშში დაბანაკდნენ.
17
გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან სამი მარბიელი რაზმი: ერთი ყოფრას გზაზე გაემართა, შუალის ქვეყნისკენ,
18
მეორე რაზმი კი ბეთ-ხორონის გზას დაადგა, მესამე ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას, უდაბნოზე რომ გადის.
19
მჭედელი არ მოიძებნა მთელს ისრაელში, რადგან ფილისტიმელებს ეშინოდათ, რომ ებრაელებს მახვილი ან შუბი არ ეკეთებინათ.
20
ჩადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელებთან სახნისების, თოხების, ცულებისა და ნამგლების მოსაპირავად,
21
როცა დაუბლაგვდებოდა პირი სახნისებს, თოხებს, ფიწლებს, ცულებს ან თუ საგმირები იყო გასამართავი.
22
როცა ბრძოლის დრო დადგა, არ აღმოაჩნდათ საულისა და იონათანის თანამდგომ ხალხს მახვილები და შუბები. მხოლოდ საულს და მის ვაჟს, იონათანს, აღმოაჩნდათ.
23
გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისაკენ.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31