bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 22
1 Samuel 22
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
1
და წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. და გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ.
2
და იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი.
3
და წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: „შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.“
4
და მიიყვანა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.
5
უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: „ნუ დარჩები ამ თავშესაფარში, ადექი და იუდას ქვეყანაში წადი.“ წავიდა დავითიც და მივიდა ხერეთის ტყეში.
6
და შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული იმყოფებოდა გიბყაში, მაღლობზე, მუხის ქვეშ, რამაში; ხელში შუბი ეჭირა და მსახურები ადგნენ თავს.
7
უთხრა საულმა მასთან მდგარ მსახურთ: „ისმინეთ, ბენიამინის ძენო! ნუთუ ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს? ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად,
8
ყველანი რომ შეითქვით ჩემს წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან? რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მსახურთ, როგორც დღეს გაცხადდა?“
9
და მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მსახურებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: „მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მივიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან,
10
რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, და საგზალიც მისცა და ფილისტიმელი გოლიათის მახვილიც.“
11
და დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და ნობში მყოფი მღვდლები, და მივიდნენ მეფესთან ყველანი.
12
და უთხრა საულმა: „ყური მიგდე, ახიტუბის ძევ!“ მიუგო: „გისმენ, ჩემო ბატონო.“
13
და უთხრა საულმა: „რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინააღმდეგ, როგორც დღეს გაცხადდა?“
14
და მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: „ვინ არის დავითივით სარწმუნო შენს მსახურთა შორის? მეფის სიძე, შენი მსახური და შენს სახლში პატივდებული?
15
განა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? არამც და არამც! ნურაფერში დამადანაშაულებს მეფე თავის მსახურს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი არ იცის შენმა მსახურმა, არც მცირე, არც დიდი.“
16
და თქვა მეფემ, „უნდა დაიხოცოთ, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლი.“
17
და უთხრა მეფემ მორბედებს, მის წინაშე მდგართ: „წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარი უჭირავთ, იცოდნენ გაქცეული რომ იყო და არ შემატყობინეს.“ მაგრამ არ უნდოდათ მეფის მსახურთ ხელი აღემართათ და უფლის მღვდლების დასახოცად.
18
და უთხრა მეფემ დოეგს: „შენ წადი და დახოცე მღვდლები.“ და წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი.
19
და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი; კაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები მახვილით მოსრა.
20
და გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა იგი დავითთან.
21
და უამბო აბიათარმა დავითს, რომ დახოცა საულმა უფლის მღვდლები,
22
და უთხრა დავითმა აბიათარს: „მივხვდი იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, რომ უეჭველად ამბავს მიუტანდა საულს, ჩემზეა მამაშენის სახლის სისხლი.
23
ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.“
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31