bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Samuel 7
1 Samuel 7
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
1
მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი უფლის კიდობნის მცველად.
2
გამოხდა მრავალი ხანი, ოცი წელი, კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, და მოენატრა უფალი მთელს ისრაელის სახლს.
3
ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს: „თუ მთელი გულით მოიქცევით უფლისაკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და ყაშთაროთები. მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ერთს ემსახურეთ და მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.“
4
მოიშორეს ისრაელის ძეთ ბაყალები და ყაშთაროთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
5
თქვა სამუელმა: „შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.“
6
შეიკრიბნენ მიცფაში, და ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე, და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: „შევცოდეთ უფალს.“ და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეთ მიცფაში.
7
შეიტყვეს ფილისტიმელებმა, მიცფაში რომ იყვნენ შეკრებილნი ისრაელის ძენი, და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ. გაიგეს ისრაელის ძეთ და შეუშინდნენ ფილისტიმელებს.
8
უთხრეს ისრაელის ძეთ სამუელს: „ნუ შეგვიწყვეტ უფლისადმი, ჩვენი ღვთისადმი, ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“
9
აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს, და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.
10
როდესაც სამუელი სწირავდა სრულადდასაწველს უფალს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, და იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, და შეაძრწუნა, და იძლივნენ ისინი ისრაელის ძეთაგან.
11
გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, და დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთ-ქორის ქვემოთ.
12
და აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი, და თქვა: „აქამდე შეგვეწია უფალი“.
13
დაცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შედიოდნენ ისრაელის საზღვრებში. და უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში.
14
დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები ყეკრონიდან გათამდე. გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს. და იყო ზავი ისრაელსა და ამორეველთა შორის.
15
და განსჯიდა ისრაელს სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე.
16
და დადიოდა წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყველა ამ ადგილას.
17
ბრუნდებოდა რამას, რადგან იქ იყო მისი სახლი, და აქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31