bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 1
Daniel 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 2 →
1
იუდას მეფე იეჰოიაკიმის მბრძანებლობის მესამე წელს წამოვიდა ბაბილონის მეფე, ნაბუქოდონოსორი, იერუსალიმზე და ალყაში მოიქცია ის.
2
ხელში ჩაუგდო მას უფალმა იუდას მეფე იეჰოიაკიმი, და ღვთის ტაძრის ჭურჭლეულის ნაწილი. ჭურჭლეული მან გააგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და მის საგანძურში შეიტანა.
3
უთხრა მეფემ აშფენაზს, თავის საჭურისთა მთავარს, რომ სურდა მისთვის მიეგვარა ტყვე ისრაელიანთაგან მეფური შთამომავლობისა და დიდებულთა მოდგმის ყმაწვილები,
4
რომელთაც არ ექნებოდათ არავითარი ფიზიკური ხინჯი, იქნებოდნენ შესახედავად სანდომიანი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი, რომლებიც შეძლებდნენ სამეფო კარზე სამსახურს, და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლას.
5
და დაუწესა მეფემ ყოველდღიური ულუფა სამეფო სუფრიდან და იმ ღვინისა, თავად რომ სვამდა; და ბრძანა სამ წელიწადს ეწვრთნათ ისინი და შემდეგ წარედგინათ მის წინაშე.
6
მათ შორის იუდაელ ყმაწვილთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მიშაელი და ყაზარია.
7
სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას – შადრაქი, მიშაელს – მეშაქი, ყაზარიას – ყაბედ-ნეგო.
8
დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო სუფრის საჭმელებითა და იმ ღვინით მეფე რომ სვამდა, და სთხოვდა საჭურისთა მთავარს, მიეცა ნება, რომ არ გაუწმინდურებულიყო.
9
ღმერთი დანიელს აძლევდა მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე,
10
და უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თავად განაწესა, რა უნდა ჭამოთ და რა უნდა სვათ; თუ ის დაინახავს, რომ თქვენი სახე თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო გამხდარია, ამით თქვენ მე დამდებთ ბრალს მეფის წინაშე.“
11
უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მიშაელი და ყაზარია:
12
„მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მსახურნი, რომ საჭმელად ბოსტნეული მოგვცენ და სასმელად – წყალი.
13
მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფაზე რომ იქნებიან, და მერე, როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მსახურთ.“
14
მანაც დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა.
15
ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედად უფრო ლამაზები და ჯანსაღები ჩანდნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, რომლებიც სამეფო ულუფაზე იყვნენ.
16
ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო და ბოსტნეულსღა უტოვებდა.
17
მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და წვდომა ყველა წიგნისა და სიბრძნისა, ხოლო დანიელს, ამას გარდა, მისცა ხილვებისა და სიზმრების ახსნის უნარი.
18
როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ ისრაელიან ყმაწვილთა მის წინაშე წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა.
19
და ესაუბრა მათ მეფე და მათ შორის არავინ აღმოჩნდა დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი. და ჩადგნენ ისინი მეფის სამსახურში.
20
და დარწმუნდა მეფე, რომ ყოველგვარ სიტყვასა, სიბრძნესა და ცოდნაში, რაშიც ის მათ სცდიდა, ისინი მისი სამეფოს ყველა გრძნეულსა და ჯადოქარზე ათჯერ უფრო გონიერნი იყვნენ.
21
და იყო დანიელი მსახურად კიროსის მეფობის პირველ წლამდე.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12