bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 9
Daniel 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 10 →
1
პირველ წელს, დარიოს ახაშვეროშის ძის მეფობისა, მოდგმით მიდიელისა, რომელიც ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა,
2
სწორედ მისი მეფობის იმ პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომელთა შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისადმი, რომ 70 წელიწადი შეუსრულდებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.
3
პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისაკენ, რათა პასუხი მიმეღო ლოცვით და ვედრებით, მარხვით, ჯვალოთი და მიწა-მტვრის დაყრით.
4
ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: „ჰოი, უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და მრისხანეო, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამცველთ!
5
ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ; ურჯულოდ ვიქცეოდით; გავჯიუტდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და წესებს.
6
ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურებს – წინასწარმეტყველთ, რომლებიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და მთელი ქვეყნის ხალხს.
7
უფალო, შენა ხარ მართალი, ხოლო ჩვენ – სახე შერცხვენილნი, დღეს, – იუდას კაცნი, იერუსალიმის მკვიდრნი, მთელი ისრაელი, ახლობლები და შორეულები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ სიმუხთლის გამო, რომლითაც შენ გიმუხთლეს.
8
უფალო, სირცხვილი გვაწერია სახეზე, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებსა და ჩვენს მამებს, რადგან შეგცოდეთ შენ,
9
ჩვენს უფალსა და ჩვენს ღმერთს; შეწყალებასა შენსა და პატიებასა შენსა განვუდექით
10
და ყურს არ ვუგდებდით უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, რათა გვევლო მისი რჯულდებებით, თავისი მსახურების – წინასწარმეტყველების – ხელით რომ დაგვიდო წინ.
11
მთელი ისრაელი გადავიდა შენი რჯულიდან და გადაუხვია, რათა შენი ხმა არ მოესმინა. ამიტომაც გადმოინთხა ჩვენზე ის წყევლა და ფიცი, რომელიც ღვთის მსახურის, მოსეს, რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას.
12
შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა ჩვენი და ჩვენი მსაჯულების წინააღმდეგ, სამართალს რომ გვიდგენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა. მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა.
13
როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს; მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევდრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო.
14
ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება. რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა მის საქმეში, მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას.
15
ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მტკიცე მარჯვენით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ ჩვენ და უკეთურება ჩავიდინეთ.
16
უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს – იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების უკეთურების გამო არის იერუსალიმი და შენი ერი შეგინებული ყველა ჩვენს ირგვლივმყოფთაგან.
17
ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება და შენი გულისთვის მოაპყარ შენი ნათელი სახე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18
ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, აახილე თვალი და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ეწოდება. რადგან ჩვენი სიმართლის გამო კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების გამო.
19
უფალო, ისმინე! უფალო, გვაპატიე! უფალო, ყური მოგვაპყარ და იმოქმედე, და ნუ დააყოვნებ, შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო! რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.“
20
ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი და ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის, ისრაელის, ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის, წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე,
21
ჯერ კიდევ ლოცვაში ვლაპარაკობდი, რომ გაბრიელი, ის კაცი წინა ხილვაში რომ მყავდა ნანახი, სწრაფი ფრენით მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვისას.
22
შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: „დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო.
23
შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო, რადგან შენ სასურველი კაცი ხარ. გაიგე ეს სიტყვა და მიხვდი ხილვას.
24
შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის 70 შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
25
ოღონდ იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებული მეფის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და 62 შვიდეულში აღდგება და აშენდება უბნები და ზღუდე, ოღონდ ძნელბედობის ჟამს.
26
62 შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და აღარავინ იქნება მასთან. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მბრძანებლის ხალხი, და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა, და ომის ბოლომდე გაპარტახდება ყოველივე.
27
მრავალთათვის განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო ნახევარ შვიდეულში გააუქმებს მსხვერპლსა და ძღვენს. და ამ ადგილზე იქნება მოოხრების სისაძაგლე, და წინასწარ განსაზღვრული დაღუპვა ეწევა ამაოხრებელს.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12