bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 11
Daniel 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 12 →
1
დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და საყრდენად დავუდექი მას.
2
„ახლა ჭეშმარიტებას გეტყვი: აჰა, სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.
3
აღდგება იქ ძლიერი მეფე, დიდი ძალაუფლებით იხელმწიფებს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.
4
მაგრამ როცა ის აღდგება, შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხ ქარს გაუნაწილდება, მაგრამ არა მის შთამომავლებს, და არც იმ ხელმწიფებით, რომლითაც ხელმწიფებდა; რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და სხვების გახდება, და არა მათი.
5
გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ მასზე მეტად გაძლიერდება ერთ-ერთი მისი მთავართაგანი და ხელმწიფებას მოიხვეჭს. მისი ხელმწიფება დიდი ხელმწიფება იქნება.
6
წლების მერე ისინი კავშირს შეკრავენ, და სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა წრფელი პირობის შესაკვრელად, მაგრამ ასული ვერ შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც მეფე და მისი მოდგმა გაძლებს, და გადასცემენ მას თავისი ამალით, თავისი შვილებითა და თავისი შემწითურთ იმ ხანებში.
7
მისი ფესვიდან მორჩი ამოვა, გამოილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ, ჩრდილოეთის მეფის ციხესიმაგრეში შეიჭრება, გაუსწორდება მათ და გაძლიერდება.
8
თვით მათ ღმერთებს, მათ კერპებს, ძვირფას ჭურჭელს – ოქრო-ვერცხლისას წაიღებს ეგვიპტეში, და წლობით ამაღლდება ჩრდილოეთის მეფეზე.
9
ის გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკანვე დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
10
მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან; და ერთ-ერთი მათგანი წარღვნასავით წამოვა და გადაივლის. მერე შემობრუნდება და შეებრძოლება მის ციხესიმაგრემდე.
11
გამძვინვარდება სამხრეთის მეფე და გამოვა და შეებრძოლება ჩრდილოეთის მეფეს. იგი დიდ ურდოს გამოიყვანს, მაგრამ ეს ურდო ხელში ჩაუვარდება მის მოწინააღმდეგეს.
12
და გამხნევდება ურდო და აღზევდება მეფე, 10 ათასებს დასცემს, მაგრამ ამით ვერ გაძლიერდება.
13
რადგან ჩრდილოეთის მეფე დაბრუნდება და პირვანდელზე დიდ ურდოს შეყრის, და რამდენიმე წლის შემდეგ მოვა დიდი ურდოთი და კარგად შეიარაღებული.
14
იმ ხანებში მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და მეამბოხენი წამოიმართებიან შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, მაგრამ დაეცემიან ისინი.
15
მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და გამაგრებულ ქალაქს დაიპყრობს. სამხრეთის ძალები ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და ვერც რჩეული მხედრობა; აღარ იქნება ძალა წინააღმდეგობისთვის.
16
მის წინააღმდეგ გამოსული მასვე დაემორჩილება და წინ ვერავინ აღუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დასცემს თავის ბანაკს და მის ხელთ იქნება იმ ქვეყნის დაღუპვა.
17
განიზრახავს, რომ გაილაშქროს მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით და თავისი მთავრებითურთ სამხრეთის სამეფოს წინააღმდეგ, და ამ განზრახვას შეასრულებს კიდეც; და თავის ასულს ცოლად მისცემს მას, რათა დაღუპოს, მაგრამ ეს განზრახვა არ აღსრულდება, და ვერც ვერაფერს ისარგებლებს აქედან.
18
პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს; მაგრამ ერთი მთავარი აღკვეთს მისგან შერცხვენას, და მისგან შერცხვენას მასვე შეაჭმევს.
19
ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ციხესიმაგრეებისაკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და ვეღარსად იპოვიან.
20
მის ნაცვლად სხვა დადგება, რომელიც გზირებს დაგზავნის, რომ მეფეს პატივი მიაგონ; მაგრამ ის რამდენიმე დღეში დაიღუპება, რისხვისა და ბრძოლის გარეშე.
21
მის ნაცვლად საძულველი კაცი დადგება, რომელსაც სამეფო პატივს არ მიაგებენ. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს.
22
წამლეკავი ურდოები წაილეკებიან და შეიმუსრებიან მის მიერ, და თვით აღთქმის მთავარიც.
23
რადგან მასთან კავშირის შეკვრის შემდეგ, მზაკვრულად იმოქმედებს, აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით.
24
ქვეყნის მშვიდსა და ნაყოფიერ მხარეებში შეიჭრება და ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ; ნაალაფარს და ნაძარცვ დოვლათს გაუნაწილებს თავისიანებს, ციხესიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ეს გაგრძელდება გარკვეულ დრომდე.
25
აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ურდოთი; სამხრეთის მეფეც დიდძალი და მეტისმეტად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მაგრამ მას ვერ გაუძლებს, რადგან მის წინააღმდეგ ვერაგობას ექნება ადგილი.
26
მისი თანამეინახენი დაღუპავენ მას. განადგურდება მისი ლაშქარი და მრავალი მოკლული დაეცემა.
27
ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ ვერ წარემართებათ, რადგან აღსასრული კვლავ მოსასვლელია დათქმულ ჟამამდე.
28
დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ის თავის ქვეყანაში, მაგრამ გული წმიდა აღთქმის წინააღმდეგ ექნება მიმართული. შეასრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება.
29
დათქმულ ჟამს დაბრუნდება და მოვა სამხრეთში, მაგრამ პირვანდელივით არ იქნება ეს უკანასკნელი ლაშქრობა.
30
ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ, და დაფრთხება იგი და უკან გაბრუნდება, და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე, და აღასრულებს თავის განზრახვას, და კვლავ შეეკვრება წმიდა აღთქმისგან განდგომილთ.
31
და წამოვა მისი ურდოების ნაწილი და შებილწავენ ძლიერების საწმიდარს, და გააუქმებენ ყოველდღიურ მსხვერპლს, და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ.
32
აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ მზაკვრობით მიიმხრობს; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგება და იმოქმედებს.
33
გონიერი ხალხი კი მრავალთ მოიყვანენ გონთ, თუმცა კი ერთხანს ევნებიან მახვილით, ცეცხლით, ტყვეობითა და ძარცვით;
34
დევნულობისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ, და მრავალნი შეუერთდებიან მათ, თუმცა კი თვალთმაქცურად.
35
ზოგიერთი გონიერი დაეცემა, რათა გამოიცადოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამებამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო დათქმულ ვადამდე.
36
თავის ნებაზე მოიქცევა ის მეფე, თავს აღიზევებს და განიდიდებს ყველა ღმერთზე მაღლა და საშინელებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთზე, და წარმატებული იქნება, ვიდრე დადგებოდეს რისხვის ჟამი, რადგან რაც განისაზღვრა, აღსრულდება.
37
იგი არც მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სანუკვარს და არც ყველა სხვა ღმერთს მიაგებს პატივს, რადგან ყველა მათზე განიდიდებს თავს.
38
სამაგიეროდ ციხესიმაგრეთა ღმერთს განადიდებს, ღმერთს, რომელსაც მისი მამები არ იცნობდნენ, ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს.
39
და აუგებს მტკიცე ციხესიმაგრეებს უცხო ღმერთს, რომელიც მის ამღიარებელთ პატივს გაუმრავლებს, და ხელმწიფებას მისცემს მრავალზე და მიწებს დაურიგებს ჯილდოდ.
40
აღსასრულის ჟამს სამხრეთის მეფე შეებმება მას და ქარტეხილივით ეკვეთება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდებით, დააცხრება მხარეებს, წალეკავს და გადაუვლის.
41
შევა უმშვენიერეს ქვეყანაში, და მრავალი მხარე დაეცემა, და მის ხელს გადაურჩება ედომი, მოაბი და ყამონელთა დიდი ნაწილი.
42
ხელს მოუღერებს ქვეყნებს და ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება.
43
დაეპატრონება იგი ეგვიპტის ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ყველა სხვა ძვირფასეულობას; ლიბიელნი და ქუშელნი.
44
მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაწუხებენ მას და დიდი რისხვით გამოვა მრავალთა გასაწყვეტად და გასაჟლეტად.
45
დასცემს თავის სეფე-კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიატანს თავის აღსასრულამდე და ვეღარავინ უშველის მას.“
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12