bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 10
Daniel 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 11 →
1
სპარსეთის მეფე კიროსის ხელმწიფების მესამე წელს გამოცხადება ჰქონდა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი იყო ეს გამოცხადება და დიდი ძალის მქონე. მან გაიგო ეს გამოცხადება და მიხვდა ამ ხილვას.
2
იმ დღეებში მე, დანიელი, სამი შვიდეულის მანძილზე მგლოვიარე ვიყავი.
3
გემრიელი პური არ მიჭამია; ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია, და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი შვიდეული არ დასრულდა.
4
პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის, პირას ვიყავი,
5
თვალი ავახილე და დავინახე: აჰა, სელით შემოსილი კაცი დგას, წელი უფაზის ოქროთი აქვს შემოსარტყლული.
6
ტანი ქრიზოლითს მიუგავდა, სახე – ელვას, თვალები – ანთებულ ლამპრებს, მკლავები და წვივები – მბზინვარე ბრინჯაოს, სიტყვის ბგერადობა – ბევრი ხალხის გუგუნს.
7
მხოლოდ მე, დანიელმა, ვიხილე ეს ხილვა, ხოლო მათ, ვინც ჩემთან იყვნენ, ვერ დაინახეს ეს ხილვა, დიდი შიში დაეცა მათ და დასამალად გაიქცნენ.
8
მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად ხილვას, ღონე აღარ შემრჩა, სახე გამიხურდა და სიმხნევე დავკარგე.
9
მისი სიტყვების ბგერადობა შემომესმა და მისი სიტყვების ბგერადობის გაგონებისთანავე გაოგნებული დავემხე და მიწაზე ვეგდე პირქვე.
10
და, აჰა, ხელი შემეხო და წამომაყენა მუხლებზე და ხელის გულებზე.
11
და მითხრა მან: „დანიელ, სასურველო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეტყვი, და მუხლებში გაიმართე, რადგან შენთანა ვარ ახლა მოვლენილი.“ როცა ეს სიტყვები მითხრა, აცახცახებული წამოვდექი.
12
მითხრა: „ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღვთის მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები, და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.
13
სპარსეთის სამეფოს მთავარი 21 დღე მეწინააღმდეგებოდა; და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, და მე იქ დავრჩი სპარსეთის მეფეებთან.
14
ახლა კი მოვედი, რომ გაგაგებინო, თუ რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც იმ შორეულ დღეებს შეეხება.“
15
როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე დავემხე და დავმუნჯდი.
16
და, აჰა, ადამიანის ძის მსგავსი, შეეხო ჩემს ბაგეს, და მე გავხსენი ბაგე და ავლაპარაკდი და ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: „ჩემო ბატონო! ამ ხილვისგან ტკივილებმა დამიარეს ნაწლავებში, და ძალი ვეღარ მოვიკრიბე.
17
როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ელაპარაკოს ჩემს ასეთ ბატონს? რადგან აღარც ძალი შემრჩა და სუნთქვაც შემეკრა.“
18
მაშინ კვლავ შემეხო კაცის იერის მქონე და გამამაგრა
19
და მითხრა: „ნუ გეშინია, სასურველო კაცო! მშვიდობა შენდა; გამაგრდი, გამაგრდი!“ როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი და ვუთხარი: „ილაპარაკე, ჩემო ბატონო, რადგან შენ გამამაგრე.“
20
მითხრა: „თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე, და, როცა მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი.
21
მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: არავინა მყავს, ვინც მომეხმარებოდა მათ წინააღმდეგ, გარდა მიქაელისა, თქვენი მთავრისა.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12