bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 12
Daniel 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
1
„იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის ძეთა მფარველად მდგომი; და ისეთი ვაების დრო მოვა, კაცის გაჩენიდან დღემდე რომ არ ყოფილა; იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში იქნება ჩაწერილი.
2
და მრავალი მიწის მტვერში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისა და შერცხვენისათვის.
3
გონიერნი გაბრწყინდებიან, როგორც ცის კამარის მნათობნი, და მრავალთა სამართლისკენ მომაქცეველნი, როგორც ვარსკვლავები უკუნითი უკუნისამდე.
4
შენ კი, დანიელ, დაფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი გადაშლიან მას და დიდ ცოდნას ეზიარებიან.“
5
მაშინ მე, დანიელმა, გავიხედე და, აჰა, ორი სხვა დგას: ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე.
6
უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: „როდის იქნება ამ საოცრებათა ბოლო?“
7
მოვუსმინე სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა. ზეცისკენ აღაპყრო მან მარჯვენა და მარცხენა და დაიფიცა მარადცოცხალი: „ეს იქნება დათქმული ჟამისა და ჟამის ნახევრისთვის. და როდესაც გათავდება წმიდა ერის ძალის მუსვრა, ყოველივე ეს აღსრულდება.“
8
მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი და ვუთხარი: „უფალო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ?“
9
და თქვა მან: „წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები დაფარული და დაბეჭდილია ბოლო ჟამამდე.
10
მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოხურდება; ხოლო ურჯულონი ურჯულოებაში დარჩებიან; და ვერც ერთი ურჯულო ვერ ჩასწვდება ამას, ხოლო ბრძენნი ჩასწვდებიან.
11
მუდმივი მსხვერპლის გაუქმებისა და გატიალების სიბილწის დადგომიდან 1 250 დღე გავა.
12
ნეტარია, ვინც დაელოდება და მიაწევს 1 335 დღეს.
13
შენ კი გასწიე შენი აღსასრულისაკენ, და დაისვენე, და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულისას.“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12