bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 6
Daniel 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 7 →
1
დარიოსმა გადაწყვიტა, თავის სამეფოში 120 სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ.
2
მათ კი სამი მთავარი დაუყენა, მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში, რომ მეფეს საზრუნავი არ ჰქონოდა.
3
მაშინ სხვა მთავრებსა და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელი სამეფოს მთავრად დაეყენებინა იგი.
4
მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
5
მაშინ ამ კაცებმა თქვეს: „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთ.“
6
მთავრები და სატრაპები საჩქაროდ მიადგნენ მეფეს და უთხრეს: „მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე!
7
სამეფოს ყველა მთავრებმა, მეფისნაცვლებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მხედართმთავრებმა მოითათბირეს, რათა გამოცემულიყო სამეფო დადგენილება და შემოღებულიყო მტკიცე აკრძალვა, რომ ყველა, ვინც კი 30 დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, რაიმე თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში ჩაეგდოთ.
8
ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს აკრძალვა და ხელი მოაწერე სიგელს, რომ შეუცვლელი იყოს ეს ბრძანება, მიდიელთა და სპარსელთა კანონისამებრ, რომლთა გაუქმებაც შეუძლებელია.“
9
ამიტომ ხელი მოაწერა მეფე დარიოსმა ამ ბრძანების სიგელს.
10
როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი იქნა ხელმოწერილი, შინ წავიდა. მისი ზემოთვალის სარკმლები იერუსალიმის მხარეს იყო გაღებული. დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ლოცულობდა და მადლს სწირავდა თავისი ღმერთის წინაშე, როგორც ამას მანამდეც აკეთებდა.
11
მაშინ ამ კაცებმა დაუყარაულეს და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთისგან წყალობას ითხოვდა.
12
შემდეგ ეახლნენ მეფეს და მოახსენეს მისი ბრძანების დარღვევის თაობაზე: „მეფეო, განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც 30 დღის განმავლობაში, შენს გარდა, რომელიმე ღმერთს ან კაცს, თხოვნით მიმართავდა, ლომების ხაროში უნდა ჩაეგდოთ?“ მიუგო მეფემ და უთხრა მათ: „მართალია, სპარსელთა და მიდიელთა კანონის დარღვევა შეუძლებელია.“
13
მაშინ მიუგეს მათ მეფეს: „მეფეო, დანიელი, იუდადან ტყვედ რომ არის წამოყვანილი, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ ხელმოწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ შესთხოვს თავის ღმერთს.“
14
ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა, დანიელის ხსნა ჩაიდო გულში და მზის ჩასვლამდე ცდილობდა როგორმე ეშველა მისთვის.
15
მაშინ ის კაცები მივიდნენ და უთხრეს: „იცოდე, მეფეო, მიდიელთა და სპარსელთა კანონია, რომ მეფის ყოველი აკრძალვა და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.“
16
მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს დანიელი. და მათ ლომების ხაროში ჩააგდეს იგი. მეფემ კი უთხრა დანიელს: „შენმა ღმერთმა, რომელსაც ერთგულად ემსახურები, იმან გიხსნას!“
17
მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს დაადეს თავზე. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო.
18
მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა, თავშესაქცევი არ მოუტანიათ მის წინაშე, და ძილიც გაუკრთა.
19
განთიადის ალიონზე ადგა მეფე და ლომების ხაროს მიაშურა.
20
ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: „დანიელ, ცოცხალი ღმერთის მსახურო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, მუდამ რომ ემსახურები?“
21
მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
22
ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არა მავნეს რა, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს, მეფეო.“
23
მაშინ დიდად გაიხარა მეფემ და ბრძანა, დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. არაფერი ვნებოდა, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.
24
მეფემ ბრძანა და მოიყვანეს ის კაცები, რომელთაც დანიელი დააბეზღეს, და ლომების ხაროში ჩაყარეს ისინი და მათი შვილები და ცოლები. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ მათ, რომ ებდღვნენ ლომები და ძვლებიანად დახრეს.
25
მაშინ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას – მთელი ქვეყნის მკვიდრებს – მისწერა: „მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
26
ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოლა და შიში ჰქონდეთ დანიელის ღმერთის წინაშე, რადგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება – უსასრულო;
27
იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და მიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომებისგან.“
28
და წარმატებული იყო დანიელი, როგორც დარიოსის მეფობაში, ასევე კიროს სპარსელის მეფობის დროსაც.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12