bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 5
Daniel 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 6 →
1
მეფე ბელშაცარმა დიდი ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვა ღვინო.
2
ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა, მოერთმიათ მისთვის ოქროს და ვერცხლის თასები, რომლებიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, ჰქონდა წამოღებული იერუსალიმის ტაძრიდან, რათა მეფეს, მის დიდებულებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იმეებით ესვათ.
3
მოიტანეს ის ოქროს თასები, რომლებიც წამოღებული იყო იერუსალიმის ტაძრიდან. იმ თასებით სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები.
4
სვამდნენ ისინი ღვინოს და ადიდებდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს.
5
სწორედ მაშინ გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სასანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა იწყეს. როდესაც მეფემ დაინახა ხელის მტევანი, რომელიც წერდა,
6
ფერი ეცვალა; ფიქრებმა შეაშფოთეს, წელი მოსწყდა და მუხლების კანკალი აუტყდა.
7
ხმამაღლა იყვირა მეფემ, რათა მოეყვანათ შემლოცველები, ქალდეველები და მკითხავები. მეფემ უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: „ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შევმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოვკიდებ და ქვეყანაში მესამე იქნება მთავართა შორის.“
8
მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისათვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს.
9
მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და სახეზე ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდებულებიც.
10
მეფისა და დიდებულების ლაპარაკზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა მეფეს და უთხრა: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ფიქრებმა ნუ შეგაკრთეს და ნუ გაფითრებულხარ!
11
შენს სამეფოში არის ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე – ღმერთების სიბრძნის დარი. მამაშენმა, მეფე ნაბუქოდონოსორმა, მისნების, შემლოცველების, ქალდეველებისა და გრძნეულების მთავრად დააყენა ის,
12
რადგან მასში, დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშაცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრების ახსნისა, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა. ახლა დანიელს უხმე და ის აგიხსნის.“
13
მაშინ მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: „შენა ხარ ის დანიელი, ტყვე იუდაელთაგანი, რომლებიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოასხა?
14
შენზე გაგონილი მაქვს, რომ შენში ღვთის სულია და ნათელი, გონიერება და საკვირველი სიბრძნე.
15
ახლახან ბრძენკაცები და შემლოცველები მყავდნენ მოყვანილნი ჩემს წინაშე წარწერის წასაკითხად და მის ასახსნელად; მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი ახსნა.
16
შენზე გაგონილი მაქვს, რომ შენ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შეძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და ამიხსნი მას, ძოწეულით შეგმოსავ, ყელზე ოქროს შიბს ჩამოგკიდებ და სამეფოში მესამე იქნები ჩემს მთავრებში.“
17
მაშინ მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „შენი საჩუქარი შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც ვაუწყებ.
18
მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება.
19
ღვთის მიერ ნაბოძები დიდების გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშს მოეცვა. ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს ტოვებდა, ვისაც უნდოდა, აღამაღლებდა და ვისაც უნდოდა, დაამდაბლებდა.
20
მაგრამ, როდესაც გული აღიმაღლა და სული ამპარტავნებით აივსო, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა და პატივაყრილი.
21
მოკვეთილ იქნა ადამიანის ძეთაგან, გულმხეცი გახდა და კანჯრებთან დაიდო ბინა. ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარით ინამებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და, ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.
22
შენ, ბელშაცარმა, მისმა ძემ, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი,
23
არამედ აღზევდი ცათა უფლის წინააღმდეგ. შენს წინაშე მოიტანეს მისი ტაძრის თასები და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები იმით სვამდით ღვინოს. ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, ბრინჯაოს, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ. ის ღმერთი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.
24
ამიტომაც მოივლინა მისგან ხელის მტევანი და დაიწერა ეს წარწერა.
25
აჰა, წარწერა, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ.
26
აჰა, ამ სიტყვების მნიშვნელობა: მენე – აღრიცხა ღმერთმა შენი სამეფო და ბოლო მოუღო მას.
27
თეკელ – სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი.
28
ფერეს – გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს გადაეცა იგი.“
29
მაშინ ბრძანა მეფე ბელშაცარმა და დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი შეაბეს და გამოაცხადეს, რომ იგი სამეფოში მესამე მთავარი იყო.
30
იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.
31
და დარიოს მიდიელმა 62 წლისამ მიიღო სამეფო.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12