bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 8
Daniel 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 9 →
1
მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს მე, დანიელს, კვლავ მქონდა ხილვა, მის მერე, პირველად რომ მეჩვენა.
2
ვხედავდი ხილვაში და, როცა ვხედავდი, სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ყელამის ქვეყანაში რომ არის. დავინახე ხილვაში, რომ მდინარე ულაის პირას ვიდექი.
3
თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ვერძი დგას, ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი. ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოუვიდა.
4
დავინახე, ეს ვერძი ირქინებოდა დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ. წინ ვერცერთი მხეცი ვერ უდგებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისგან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა და იზრდებოდა.
5
როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ვაცი მოდიოდა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა საჩინო რქა ჰქონდა.
6
მოვიდა იგი იმ ორრქიან ვერძთან, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და მთელი თავისი ძალის რისხვით მივარდა მას.
7
დავინახე, იგი მიუახლოვდა ვერძს, რისხვა აეშალა მასზე, დაეტაკა და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ წინ აღდგომოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გაქელა, და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისგან.
8
მაშინ ძალზე განდიდდა ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილას ოთხი სხვა რქა ამოუვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.
9
ერთ იმათგანზე სხვა მომცრო რქა ამოუვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
10
იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გაქელა ისინი.
11
იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დამხობილ იქნა მისი საწმიდრის ადგილი.
12
მხედრობა მიცემულ იქნა მუდმივ მსხვერპლთან ერთად დანაშაულის გამო და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და მოქმედებდა და წარემართებოდა.
13
გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ლაპარაკობდა: „როდემდე გასტანს ეს ხილვა მუდმივ მსხვერპლზე და გატიალების დანაშაულზე, საწმიდარზე და მხედრობაზე, რომელიც უნდა გაიქელოს?“
14
მითხრა: „2300 საღამოსა და დილას გასტანს და ამის შემდეგ აღდგება საწმიდარი.“
15
როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, ჩემს წინ ვიღაც იდგა, კაცის იერის მქონე.
16
და შემომესმა კაცის ხმა შუა ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: „გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!“
17
და მოვიდა იმ ადგილას, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: „იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა აღსასრულის ჟამს შეეხება.“
18
რომ მელაპარაკებოდა, გაოგნება დამეცა მიწაზე პირქვე გართხმულს. მაშინ ის შემეხო და ჩემს ადგილას დამაყენა.
19
და მითხრა: „აჰა, მე გაუწყებ, რაც მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება.
20
ორრქიანი ვერძი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან,
21
ხოლო ის ვაცი საბერძნეთის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.
22
ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოუვიდა – ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისი მსგავსი ძალა არ ექნებათ.
23
მათი სამეფოს აღსასრულისას, როდესაც დამნაშავენი თავისას აღასრულებენ, აღდგება ურცხვინო და ორპირობაში გაწაფული მეფე.
24
განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. უდაბნოებად აქცევს ქვეყნებს და წარემართება და იმოქმედებს, და გაანადგურებს ძლიერებს და წმიდა ერს.
25
და გარდა თავისი ჭკუისა და მზაკვრობისა, წარმატებაც ექნება ხელთ. გულზვიადი გახდება და ქვეყანაზე მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მაღალ ღმერთს, მაგრამ შეიმუსრება, ოღონდ არა კაცთა ხელით.
26
ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც შენ იხილე, ჭეშმარიტია. მაგრამ დამალე ეს ხილვა, რადგან დიდი დროა მის ახდენამდე.“
27
და მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ავად ვიყავი; მერე ავდექი და მეფის საქმეებს შევუდექი; გაოცებული ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12