bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 1
Ecclesiastes 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 2 →
1
სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, მეფისა იერუსალიმში.
2
ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა! ყოველივე ამაოებაა!
3
რა სარგებელი აქვს კაცს მთელი იმ ჯაფიდან, მზისქვეშეთში რომ ეწევა?
4
თაობა მიდის და თაობა მოდის, ქვეყანა კი სამუდამოდ რჩება.
5
მზე ამოდის და მზე ჩადის, და იმ ადგილს უბრუნდება, საიდანაც ამოვიდა.
6
სამხრეთისაკენ მიქრის ქარი, შემობრუნდება და ჩრდილოეთისაკენ მიიქცევა; ტრიალებს, ტრიალებს ქარი და თავის წრეებზე ბრუნდება.
7
ყველა მდინარე ზღვისკენ მიედინება, ზღვა კი არ ივსება; საითკენაც მიედინებოდნენ მდინარეები, კვლავაც იქით მიედინებიან.
8
ყოველი საქმე მომქანცველია, უფრო მეტად, ვიდრე სიტყვას ძალუძს ამის გამოთქმა; თვალი ვერასდროს ძღება ხილვით, და ვერც ყური ივსება სმენით.
9
რაც ყოფილა, ისევ ის იქნება, და რაც მომხდარა, იგივე მოხდება: არაფერია ახალი მზისქვეშეთში.
10
განა არის ისეთი რამ, რაზეც იტყოდნენ: „ნახე, ეს სიახლეა!“ ესეც ყოფილა წინა საუკუნეებში, ჩვენამდე რომ იყო.
11
არ დარჩენილა გარდასულთა ხსოვნა, და არც მათ შემდგომთ გაიხსენებს მათ უკან მყოფი.
12
მე, ეკლესიასტე, ვმეფობდი ისრაელზე იერუსალიმში.
13
გულმოდგინედ ვიწყე სიბრძნით ძიება და განსჯა იმისა, რაც ხდება ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამიანებს აღსასრულებლად.
14
და ვიხილე ყოველი საქმე, რაც მომხდარა მზისქვეშეთში, და აჰა, ყოველივე ამაოებაა და დევნა ქარისა.
15
გამრუდებულს ვერ გაასწორებ, და რაც გარდავიდა, ვეღარ აღრიცხავ.
16
ვუთხარი ჩემს გულს: „აჰა, დიდი სიბრძნე მოვიპოვე და აღვემატე ყველა ჩემზე უწინარეს მყოფს იერუსალიმში. და ეზიარა ჩემი გული უამრავ სიბრძნესა და ცოდნას.“
17
და განვაწყვე ჩემი გონება, რათა შემეცნო სიბრძნე და შემეცნო სიშლეგე და სისულელე. და გავიგე, რომ ესეც დევნაა ქარისა.
18
რადგან დიდ სიბრძნეში დიდი დარდია და ცოდნის გამრავლება წუხილს ამრავლებს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12