bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 8
Ecclesiastes 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 9 →
1
ვინაა ბრძენის მსგავსი? და ვინ შეიცნობს საგანთა ბუნებას? ადამიანის სიბრძნე ანათებს მის სახეს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.
2
აღასრულე მეფის ბრძანება, რადგან ღმერთისთვის გაქვს მიცემული ამის აღთქმა.
3
ნუ იჩქარებ მისი პირისგან წასვლას და ნუ დადგები ჯიუტად ბოროტ საქმეზე, რადგან რასაც ის ინებებს, გააკეთებს.
4
ვინაიდან მეფის სიტყვა ძალმოსილია; ვინ შებედავს უთხრას: რას აკეთებო?
5
ბრძანების დამცველი შარში არ გაეხვევი; სამართლის დრო და ჟამი იცის ბრძენის გულმა.
6
ვინაიდან ყველაფერს თავისი ჟამი და წესი აქვს, კაცის უბედურება კი ის არის,
7
რომ მან არ იცის, რა მოხდება; რადგან ვინ ეტყვის მას, რა იქნება?
8
კაცი ვერ შეაჩერებს ქარს, ვერ განაგებს თავისი სიკვდილის დღეს; ბრძოლის ველს ვერ დაუსხლტება ჯარისკაცი, უკეთურებით თავს ვერ გადაირჩენს.
9
ყოველივე ვიხილე და გული მივაპყარ ყოველ საქმეს, რაც მზისქვეშეთში მომხდარა. ის დროც ვნახე, როდესაც კაცი კაცზე ბატონობდა და ბოროტებას შეამთხვევდა.
10
ისიც ვიხილე, როგორ მარხავდნენ უკეთურთ და წმიდა ადგილიდან როგორ ბრუნდებოდნენ უკან; და ივიწყებდა ბოროტეულთ ქალაქი. და ესეც ამაოებაა.
11
რაკი მსწრაფლ არ ისჯება ბოროტი საქმეები, ამიტომ მიუწევს კაცს გული ბოროტებისკენ.
12
თუმცა ვხედავ, რომ ცოდვილი ასჯერ სჩადის ბოროტებას და მაინც დიდხანს ცოცხლობს, – მე მაინც ვიცი, რომ მიეგებათ მადლი ღვთისმოშიშთ, რომელთაც ეშინიათ ღვთისა.
13
არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღმერთის არ ეშინია.
14
არის ამაოება, რომელიც ხდება ქვეყნად: მართლებს ბოროტეულთა საქმეთამებრ მიეგებათ; და არიან ბოროტეულნი, რომელთაც მართალთა საქმეთაებრ მიეგებათ. და მე ვთქვი: ესეც ამაოებაა.
15
და შევაქე მოლხენა, რადგან არაფერია უკეთესი კაცისთვის მზისქვეშეთში, ვიდრე სმა-ჭამა და განცხრომა. ეს ახლავს მას შრომასთან ერთად მთელი მისი დღენი, რომლებიც მისცა მას ღმერთმა მზისქვეშეთში.
16
და როდესაც გული მივაპყარ იმას, რომ შემეცნო სიბრძნე და მომეხილა ყოველი საქმე, რაც ქვეყნად ხდება, დღედაღამ თვალის მოუხუჭავად,
17
მაშინ ვიხილე ღმერთის ყოველი საქმე, და ის, რომ კაცი ვერ მისწვდება იმას, რაც ხდება მზისქვეშეთში: რამდენსაც არ უნდა დაშვრეს კაცი და ეძიოს, ვერას მიხვდება. თუნდაც რომ თქვას ბრძენმა, რომ ყოველივე იცის, ვერას მიხვდება.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12