bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 6
Ecclesiastes 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 7 →
1
არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მრავლად არის კაცთა შორის:
2
ზოგ კაცს ღმერთი აძლევს სიმდიდრეს და ქონებას და პატივს და არაფერს აკლებს, რასაც ისურვებს, მაგრამ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მოიხმაროს ეს ყველაფერი, არამედ სხვა მოიხმარს მათ. ესეც ამაოებაა და უბედურება.
3
კაცმა რომ შვას ასი შვილი და მრავალ წელს იცოცხლოს, თუ მის სულს სიკეთე არ უგემია და საფლავიც არ ეღირსა, მე ვიტყვი: დედის მუცელს რომ მოსწყვეტოდა, ის ჯობდა.
4
რადგან ამაოებაში მოდის და ბნელში მიდის და წყვდიადი შთანთქავს მის სახელს.
5
რადგან მუცელს მოწყვეტილს მზე არც უხილავს და არც არაფერი გაუგია; იმ კაცზე უფრო მოსვენებულია.
6
თუ ვერაფერი სიკეთე ნახა, ორჯერ ათასი წელიც რომ ეცხოვრა, რა ბედენაა, ბოლოს განა ყველა ერთად არ შეიყრება?
7
კაცთა მთელი შრომა მათი პირისთვისაა, მაგრამ მადა აღუვსებელია.
8
რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან რა სარგებელი აქვს ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას?
9
სჯობს თვალით ნანახი, ვიდრე ნაოცნებარი – ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა.
10
ყველაფერს, რაც შეიქმნა, უკვე სახელიც მიეცა დიდი ხანია; ისიც ცნობილია, რა არის კაცი: თავისზე ძლიერთან დავა არ ძალუძს.
11
რაც მეტია სიტყვები, მით დიდია ამაოება. მაშ რა სარგებელი აქვს კაცს მათგან?
12
ვინ უწყის, რა არის უკეთესი კაცისთვის მისი ამაო ცხოვრების დათვლილ დღეებში, რომელნიც აჩრდილივით ქრებიან? ვინ ეტყვის კაცს, რა იქნება მის შემდეგ მზისქვეშეთში?
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12