bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 3
Ecclesiastes 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 4 →
1
ყველაფერს აქვს თავისი დრო და ყოველ მოვლენას თავისი ჟამი ცისქვეშეთში:
2
ჟამი დაბადებისა და ჟამი გარდაცვალებისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის აღმოფხვრისა;
3
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა;
4
ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვა-თამაშისა;
5
ჟამი ქვათა გაფანტვისა, და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი შეხვედრისა, და ჟამი განშორებისა;
6
ჟამი ძებნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა;
7
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა, და ჟამი საუბრისა;
8
ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.
9
რასა რგებს მშრომელს მისი ნაშრომი?
10
მე ვიხილე საქმენი, რომელიც ღმერთმა მიუჩინა ადამიანებს შესასრულებლად.
11
ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, მშვენიერია თავისი დროის შესაფერად; და თუმცა მარადიულის შეცნობის უნარი მიანიჭა მან კაცთა გონებას, მაგრამ ისე, რომ ვერ შეიცნოს ღმერთის ნამოქმედარის თავი და ბოლო.
12
ვიცი, რომ არაფერია კაცთათვის იმაზე კარგი, რომ იბედნიერონ და იხარონ სანამ ცოცხლობენ.
13
და თუ ვინმე ჭამს და სვამს და სიკეთეს ხედავს მთელ მის ნაღვაწში, ეს ღვთისგან აქვს მას ნაბოძები.
14
ვუწყი, რომ ყოველივე, რასაც ღმერთი აკეთებს, მარადიულად იარსებებს – ვერც დაემატება რაიმე და ვერც მოაკლდება; და ეს იმისთვის მოაწყო ღმერთმა, რათა შიში ჰქონდეთ მის წინაშე.
15
რაც არის, ის უკვე იყო; და რაც იქნება, ისიც უკვე იყო ადრე, და ღმერთი გამოიძიებს უკვე გარდასულს.
16
და კიდევ ვიხილე მზისქვეშეთში: მართლმსაჯულების ადგილას – უსამართლობა; სამართლიანობის ადგილას – უკანონობა.
17
ვთქვი ჩემს გულში: მართალს და მტყუანს ღმერთი განსჯის, რადგან მან განსაზღვრა ჟამი ყოველი საგნისა და ყოველი საქმისა.
18
ვთქვი მე ჩემს გულში კაცთა მოდგმაზე: ასე გამოსცდის ღმერთი მათ, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.
19
რადგან ხვედრი ადამიანთა და ხვედრი პირუტყვთა ერთი და იგივეა: როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც. და ერთი სუნთქვა უდგას ყველას, და არა აქვს ადამიანს უპირატესობა პირუტყვზე, რამეთუ ყოველივე ამაოებაა.
20
ყოველივე ერთი ადგილისკენ მიდის: ყველაფერი მტვერია და ყველაფერი მტვრად იქცევა.
21
ვინ უწყის, ადის კი ზევით სული კაცისა, ხოლო პირუტყვისა – ქვევით, ქვესკნელისაკენ?
22
და ვიხილე, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე იხაროს ადამიანმა თვისი საქმით, რადგან ესაა მისი ხვედრი. და ვინ დაანახვებს მას, რა მოხდება მის შემდეგ?
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12