bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 5
Ecclesiastes 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 6 →
1
დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღმერთის სახლისაკენ მიემართები; არჩიე მოსმენა უგნურთა მსხვერპლშეწირვას, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან.
2
ენა ნუ გაგისწრებს წინ და გული ნუ აგიჩქარდება ღმერთის წინაშე სიტყვის სათქმელად, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი – მიწაზე. ამიტომ შეიკავე თავი მრავალსიტყვაობისაგან.
3
ბევრ საზრუნავს სიზმრები მოსდევს, ბრიყვის ხმას კი მრავალსიტყვაობა ახლავს.
4
თუ აღთქმას მისცემ ღმერთს, ნუ დააყოვნებ აღსრულებას, მას არ უყვარს უგუნურნი; დროზე აღასრულე შენი აღთქმა.
5
ჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ აღასრულო.
6
ნუ დაგცდება პირიდან ისეთი სიტყვა, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; და ნუ იტყვი ანგელოზის წინაშე: შევცდიო. ნუ განარისხებ ღმერთს შენი სიტყვებით, რათა არ დაღუპოს მან შენი ხელით შექმნილი.
7
სიზმრების სიმრავლეს ამაოება და მრავალსიტყვაობა მოსდევს. გეშინოდეს ღმერთის!
8
თუ იხილავ სადმე ღატაკთა ჩაგვრას და სამართლისა და სიმართლის შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უმზერს უფრო მაღალი, ხოლო მათ ზემოთ კიდევ უფრო მაღალი არის.
9
მიწის ნაყოფი საერთოა, გადახნულ მიწას კი მეფემ უნდა მიხედოს.
10
ვერცხლისმოყვარე ვერ გაძღება ვერცხლით, და ვერც ფუფუნების ტრფიალი აღივსებს საწყაულს. ესეც – ამაოებაა!
11
დოვლათი რომ იზრდება, მჭამელთა რიცხვიც იზრდება. რა სარგებელი აქვს პატრონს, გარდა მათი ყურებისა?
12
ტკბილია მშრომელის ძილი, ბევრს შეჭამს თუ ცოტას; მდიდარს კი სიმაძღრე ძილს უფრთხობს.
13
მძიმე სატკივარი ვიხილე მზისქვეშეთში: სიმდიდრე – პატრონის მიერ დამარხული თავის საუბედუროდ.
14
დაეკარგა სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და მისი შვილი ხელცარიელი დარჩა;
15
შიშველი გამოვიდა დედის მუცლიდან და შიშველი წავა, ამაოდ ჩაივლის მისი შრომა, ვერას წაიღებს თან!
16
და ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე წავა; და რას მიიღებს ქარის დევნით?!
17
მთელი მისი სიცოცხლის დღეებს ბნელში ამოჭამს დარდსა და ვაებაში.
18
და დავინახე, რა არის კეთილი და შესაფერი: ჭამა, სმა და სიამე საკუთარი შრომის ნაყოფით, რასაც კაცი აკეთებს მზისქვეშეთში თავისი სიცოცხლის იმ დათვლილ დღეებში, რომელსაც ღმერთი გვაძლევს; რადგან ესაა ჩვენი წილხვედრი.
19
თუ ღმერთი კაცს აძლევს სიმდიდრეს და ქონებას, რათა ისარგებლოს და მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი შრომით – ეს ღმერთის ნაბოძებია.
20
ის აღარ დარდობს თავისი სიცოცხლის გარდასულ დღეებზე, რადგან ღმერთი აძლევს მას გულის სიხარულს.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12