bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 4
Ecclesiastes 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 5 →
1
და კიდევ ვიხილე ყოველი ძალადობა, რომელიც ხდება მზისქვეშეთში: ვნახე ცრემლი ჩაგრულთა და ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ მათ; და ძალა მათ მჩაგვრელთა ხელთ იყო, მათ კი არ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი.
2
დიდი ხნის მკვდარნი უფრო ბედნიერად შევრაცხე, ვიდრე ჯერაც ცოცხალნი.
3
ხოლო ორივეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერ არ შობილა, რომელსაც არ უხილავს ის ბოროტება, მზისქვეშეთში რომ ხდება.
4
და ისიც ვიხილე, რომ ყოველი სიბეჯითე და მოხერხება საქმეში მხოლოდ კაცთა შორის ერთურთის შურით არის გამოწვეული. ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა.
5
ბრიყვს გულზე ხელები დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
6
ერთი მუჭა სიმშვიდე სჯობს ტანჯვით სავსე მთელ კალთა ფუჭ საზრუნავსა და ქარის დევნას.
7
და კვლავ ვიხილე ამაოება მზისქვეშეთში:
8
ესენი არიან მარტოხელანი: არც ძე ჰყავთ, არც ძმა, ბოლო კი არ უჩანს მათ ჯაფას, მაგრამ მათი თვალი ვერ ძღება სიმდიდრით. „ვისთვისა ვშრომობ“, კითხულობენ ისინი, „და რისთვის ვაკლებ ჩემს სულს სიამეს?“ – ესეც ამაოებაა და ფუჭი საქმე.
9
ორის ყოფნა სჯობს ერთისას, რადგან უკეთესი საზღაური მიეზღვება მათ გარჯას.
10
რადგან თუ დაეცემა ერთი, მეორე წამოაყენებს მეგობარს; მარტომყოფი კი თუ დაეცა, ვინ წამოაყენებს მას?
11
თუ ორნი დაწვებიან, თბილად იქნებიან. მარტომყოფს კი ვინ გაათბობს?
12
ერთის ძლევა იოლია, ორს კი ძალუძს გამკლავება. სამმაგი ბაწარი დიდხანს ძლებს.
13
ღარიბი და გონიერი ჭაბუკი სჯობს მოხუცებულ უგუნურ მეფეს, რომელსაც აღარ ესმის შეგონება.
14
ჭაბუკი შეიძლება სატუსაღოდან გამოვიდეს და მეფე გახდეს, თუმცა ღატაკად იყო შობილი იმ სამეფოში.
15
ვიხილე, რომ ყოველ მცხოვრებს, ვიდრე ის მზისქვეშეთში დადის, მიჰყვება ყრმა, რომელიც მის ადგილს დაიჭერს.
16
დასასრული არ უჩანდა მთელ იმ ხალხს, ვისაც ის წინამძღოლობდა. მაგრამ არც მათ შემდგომნი მოიპოვებენ სიხარულს. ჭეშმარიტად, ესეც ამაოებაა და დევნა ქარისა.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12