bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 9
Ecclesiastes 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 10 →
1
ყოველივე ეს ჩავიდე გულში და გამოვიკვლიე, რომ მართალნი და ბრძენნი და მათი საქმენი ღმერთის ხელთაა. კაცმა არ იცის, წინ რა ელოდება – სიყვარული თუ სიძულვილი. და ყველაფერი, რაც ემართება
2
ამაოებაა; ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალსა და უკუღმართს, კეთილსა და ბოროტს, სუფთას და უწმინდურს, მსხვერპლის შემწირავსა და მსხვერპლის არ შემწირავს, კეთილსა და ბოროტს, მოფიცარსა და ფიცის მოშიშს.
3
ესაა ცუდი მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; კაცთა გულები აღივსო ბოროტებით, და სიშლეგე ბუდობს მათ გულებში მთელი სიცოცხლე; მერე კი სიკვდილი მოდის.
4
და ვიდრე ცოცხლობს კაცი, ნუგეშად აქვს: ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობიაო.
5
რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა უკვე დავიწყებას მიეცა.
6
გაქრა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ აღარასოდეს წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.
7
მაშ მიდი და ლხენით ჭამე შენი პური და უდარდელად სვი შენი ღვინო, რადგან ღმერთმა მოიწონა შენი საქმენი.
8
ქათქათა სამოსელი გეცვას ყოველდღე, და ნელსაცხებელი არ მოიკლო თავზე.
9
საყვარელ ცოლთან სიამტკბილობით გაატარე ამაო დღენი, ღმერთმა რომ მოგცა მზისქვეშეთში, – ეს არის შენი წილი მზისქვეშეთში რუდუნებისთვის.
10
აკეთე, რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელს, რადგან არც საქმე, არც ფიქრი, არც ცოდნა, და არც სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.
11
ისიც ვიხილე მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს.
12
რადგან კაცმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახლართული თევზივით და მახეში გაბმული ჩიტივით იქნება იგი შეპყრობილი ავბედით ჟამს, უეცრად რომ დაუდგება.
13
კიდევ ასეთი სიბრძნე ვიხილე მზისქვეშეთში და დიდად ჩავთვალე ის:
14
იყო პატარა ქალაქი და მცირე ხალხი ცხოვრობდა მასში. და აჰა, მოადგა მას დიდი მეფე და შემოარტყა მძლავრი ალყა.
15
მაგრამ მოიძებნა იქ ღატაკი ბრძენი და მან გაადარჩინა ქალაქი სიბრძნით, მაგრამ არავის აღარ გახსენებია ის ღატაკი.
16
და ვთქვი მე: „სიბრძნე სჯობს სიმამაცეს. მაგრამ ღატაკის სიბრძნეც აბუჩადაა აგდებული და მის სიტყვას არავინ უსმენს.“
17
ბრძენის მშვიდად თქმული სიტყვა სჯობს მმართველის ყვირილს.
18
სიბრძნე სჯობს ხმალ-ხანჯლის ქნევას, მაგრამ ერთ ცოდვილს ბევრის დაღუპვა შეუძლია.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12