bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 7
Ecclesiastes 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 8 →
1
კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე – გაჩენის დღეს.
2
ქორწილში წასვლას სატირალში წასვლა სჯობს, რადგან ეს არის ბოლო ყოველი კაცისა, ცოცხალს უნდა ახსოვდეს ეს.
3
მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სევდიანი სახე გულს ალმობიერებს.
4
ბრძენთა გული სატირალშია, ბრიყვთა გული კი – ქორწილში.
5
სჯობს ბრძენმა შეგრისხოს, ვიდრე ბრიყვმა გაქოს.
6
ცეცხლზე დაყრილი ფიჩხის ტკაცუნია ბრიყვის სიცილი; ესეც ამაოებაა.
7
ჩაგვრა ბრძენს უგუნურს გახდის, და ქრთამი კი გულს რყვნის.
8
საქმის ბოლო მის დასაწყისს სჯობს, მოთმინება კი – ქედმაღლობას.
9
ნუ ეშურები გულისწყრომას, გულისწყრომა უგუნურთა უბეში ბუდობს.
10
ნუ იტყვი: წარსული აწყმოს რად სჯობდაო? რადგან სიბრძნე აკლია ამ კითხვას.
11
სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
12
სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნის უპირატესობა ის არის, რომ სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს.
13
შეხედე ღმერთის საქმეებს: ვინ შეძლებს გაასწოროს, რაც მან გაამრუდა?
14
კეთილდღეობისას გაიხარე და ძნელბედობისას იფიქრე; ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა, ისე რომ კაცი ვერ მისწვდება იმას, რაც მოხდება შემდგომში.
15
ყოველივე ვიხილე ჩემი ამაოების დღეებში: მართალი დაღუპულა თავის სიმართლეში და უკეთური დღეგრძელობს თავის ბოროტებაში.
16
ნუ იქნები ზედმეტად მართალი და ნურც ზედმეტად დაბრძენდები, ნუ დაიღუპავ თავს.
17
ნუ იქნები მთლად უღმრთო და ნურც მთლად ბრიყვი, რათა მშვიდობით გალიო შენი სიცოცხლის დღენი.
18
უმჯობესია, ერთიც იყო და მეორეც; არც ერთი უარყო და არც მეორე; რადგან ღვთისმოშიში ყველაფერს გაუძლებს.
19
სიბრძნე კაცს ათ ხელისუფალზე ძლიერად აქცევს, ქვეყნად რომ მბრძანებლობენ.
20
არ არის ქვეყანაზე მართალი კაცი, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდეს და არ სცოდავდეს.
21
ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ, რათა არ გაიგონო, როგორ გაძაგებს შენი მონა;
22
შენმა გულმა ხომ იცის, რომ შენც ბევრს აძაგებ.
23
სიბრძნით გამოვცადე ეს ყოველივე და ვთქვი: დავბრძენდები-მეთქი, მაგრამ შორსაა ის ჩემგან!
24
რაც არის, ის შორსაა და მიწის უფსკრულებშია, ვინ მისწვდება მას?
25
გულში ჩავიდე, შემეცნო, შემესწავლა და გამომეკვლია, რა არის სბრძნე და გონიერება, რათა გამეგო, რომ უკეთურება სიბრიყვეა და უგუნურება – შეშლილობა.
26
მივხვდი, რომ სიკვდილზე მწარეა დიაცი, რადგან ის ხაფანგია, მისი გული ბადეა და მისი ხელები – ბორკილები. უფლის სათნო გადაურჩება მას, ცოდვილს კი გააბამს მახეში.
27
აი, რას მივხვდი, – თქვა ეკლესიასტემ, – ერთი მეორის მიყოლებით, ხანგრძლივი კვლევით –
28
რასაც ჩემი გონება კვლავაც ეძებდა, მაგრამ ვერ ვპოვე. ათასში ერთი მამაკაცი ვნახე, მაგრამ ქალი მათ შორის – ვერც ერთი.
29
და აჰა, მხოლოდ ეს ვპოვე: ღმერთმა ადამიანები მართლად შექმნა, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12