bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 12
Ecclesiastes 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
1
გახსოვდეს შენი გამჩენი სიჭაბუკეში, სანამ არ მოსულა გასიჭირის დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: „აღარ არის სიამე მათში ჩემთვის;“
2
სანამ არ დაბნელებულა მზე და სინათლე და მთვარე და ვარსკვლავები, და ღრუბლები არ დაბრუნებულან წვიმის შემდეგ,
3
იმ დღემდე, ვიდრე არ შეკრთებიან სასახლის მცველნი და ძლიერი მამაკაცები არ მოიხრებიან; მეწისქვილე ქალები შეწყვეტენ მუშაობას, რადგან მცირედნიღა დარჩებიან; ვიდრე თვალები დაებინდებათ სარკმლიდან მჭვრეტელთ;
4
ვიდრე დაიგმანებოდეს ქუჩის კარები, მიჩუმდებოდეს დოლაბის რაკუნი, მიწყდებოდეს ფრინველთა ჟრიამული, დადუმდებოდეს ყოველი გალობა;
5
როდესაც ადამიანს შეაშინებს სიმაღლე და გზებზე შიში დაივანებს, აყვავდება ნუში, დამძიმდება კალია და დაცხრება ვნებები, – რადგან მიდის ყოველი კაცი თავის საუკუნო სახლში და უკან მიჰყვებიან მოტირალნი;
6
ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და დაიმსხვრეოდეს ოქროს აზარფეშა, კოკა გატყდებოდეს წყალზე და დაიშლებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაზე;
7
ვიდრე მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორიც იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაგვბერა.
8
ამაოებათა ამაოება, – თქვა ეკლესიასტემ, – ყოველივე ამაოებაა!
9
იმას გარდა, რომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც ასწავლიდა. წონიდა, იკვლევდა, სწავლობდა და თხზავდა მრავალ იგავს.
10
ეძებდა ეკლესიასტე სასურველ სიტყვებს და წრფელად ჩაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები.
11
ბრძენთა სიტყვები დეზებივითაა, ჩაჭედილი ლურსმნების მსგავსია იგავთა კრებული, რომელიც ერთი მწყემსისაგან არის შთაგონებული.
12
და კიდევ, შვილო ჩემო, გაფრთხილდი: ბევრი წიგნების წერას არა აქვს ბოლო და ბევრი ფიქრი ასუსტებს სხეულს.
13
მაშ მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გეშინოდეს ღმერთისა და დაიცავი მისი მცნებები, რადგან სულ ესაა ადამიანის მოვალეობა.
14
რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულსაც – კარგი იქნება ის თუ ცუდი.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12