bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 10
Ecclesiastes 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 11 →
1
მკვდარი ბუზები ამყრალებენ მენელსაცხებლის სურნელოვან ზეთს; მცირე სიბრიყვეს შეუძლია გადაწონოს სიბრძნე და ღირსება.
2
ბრძენის გული მარჯვნივ იხრება, ბრიყვის გული კი – მარცხნივ.
3
რა გზასაც არ უნდა გაუდგეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველა ხედავს, რომ სულელია.
4
თუ ბატონი გაგირისხდა, ნუ გაექცევი, რადგან მომთმენს ბევრს აპატიებენ.
5
არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში, რომელიც მოდის ხელისუფლის შეცდომისაგან:
6
უგუნური დიდ სიმაღლეზე აჰყავთ, მდიდრები კი დაბლა სხედან.
7
ვიხილე მონები ცხენებზე, მთავრები კი მონებივით ფეხით მოარულნი.
8
ვინც ორმოს თხრის, თავად ჩავარდება შიგ, ხოლო ვინც ზღუდეს გამოანგრევს, მას გველი უკბენს.
9
ქვისმთლელს ქვა დაეცემა და ხის მჭრელს ხისგან ემუქრება საფრთხე.
10
თუ ცული დაგიჩლუნგდა, გალესე, თორემ ჯაფა დაგადგება; საქმე ჭკუით უნდა აკეთო.
11
თუ შეულოცველს უკბინა გველმა, შემლოცველი ვეღარ უშველის.
12
ბრძენის სიტყვებს მისთვის პატივი მოაქვს, უგუნურს კი მისი ბაგეები ღუპავენ.
13
მისი სიტყვები უგუნურებით იწყება და ავი სიშლეგით მთავრდება.
14
ბრიყვი ბევრს ლაყბობს. მაგრამ არავინ იცის, რა იქნება და ვინ იტყვის, რა მოხდება შემდგომ?
15
უგუნურთა შრომა ქანცავს მათ, რადგან ქალაქის გზაც კი არ იციან.
16
ვაი ქვეყანას, რომლის მეფეც ყრმაა, მისი მთავარნი კი დილას ჭამით იწყებენ.
17
ნეტარება შენ, ქვეყანავ, როდესაც შენი მეფე კეთილშობილია, ხოლო შენი მთავრები თავის დროზე ჭამენ ძალ-ღონის მოსაკრებად და არა სიმთვრალისთვის.
18
სიზარმაცით ჭერი ჩამოწვება და გულხელდაკრეფით წყალი ჩამოვა სახლში.
19
ნადიმი გასართობად ეწყობა; ღვინო ახალისებს სიცოცხლეს, ფული კი ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.
20
გულშიც კი ნუ გაივლებ მეფის წყევლას, შენს მოსასვენებელშიც ნუ აგინებ მდიდარს; თორემ ცის ფრინველი მიუტანს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს შენს სიტყვებს.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12