bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 1
Nehemiah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
1
ეს არის ნეემიას, ხაქალიას ძის, ამბავი. მეოცე წელს ქისლევის თვეში, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი,
2
ხანანი, ერთ-ერთი ჩემი მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდეიდან, და ვკითხე მათ დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და – იერუსალიმზე.
3
და მითხრეს მე: „დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ იქ, თავიანთ ქვეყანაში, დიდ უბედურებასა და გასაჭირში არიან; იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული.“
4
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე,
5
და ვეუბნებოდი: „გემუდარები, უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და შიშის მომგვრელო, რომელიც აღთქმასა და წყალობას უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამცველთ!
6
ყური შენი სმენად იყოს და თვალი შენი – ხილვად, რათა შეისმინო შენი მსახურის ლოცვა, ახლა დღედაღამ რომ ლოცულობს შენს წინაშე ისრაელის ძეთათვის, შენს მორჩილთათვის, და აღიარებს ისრაელიანთა ცოდვებს, რომლითაც შენ შეგცოდეს. მე და ჩემმა მამისსახლმაც შეგცოდეთ.
7
დავაშავეთ შენს წინაშე. არ ვასრულებდით იმ მცნებებს და წესებს და სამართალს, რაც უბრძანე მოსეს, შენს მსახურს.
8
გაიხსენე სიტყვა, რომელიც აღუთქვი მოსეს, შენს მსახურს: თუ მიღალატეთ, ხალხებში გაგფანტავთ,
9
ხოლო თუ მოიქცევით ჩემსკენ და დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდეც რომ იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგაერთებთ და მოგიყვანთო იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო.
10
ისინი ხომ შენი მსახურნი არიან და შენი ერი, რომელიც გამოისყიდე შენი დიდი ძალითა და მტკიცე მარჯვენით.
11
გევედრები, უფალო, შენი ყური სმენად იყოს შენი მსახურის ლოცვისა და შენს მსახურთა ლოცვების მიმართ, რომელთაც სწადიათ შენი სახელის მოწიწება და ახლა გემუდარები, ხელი მოუმართე შენს მსახურს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე!“ – მაშინ მე მეფის ღვინის მწდე ვიყავი.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13