bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 2
Nehemiah 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 3 →
1
და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, ღვინო იდგა მის წინ; ავიღე ეს ღვინო და მივართვი მეფეს; და მწუხარე სახით ვიდექი მის წინაშე,
2
და მკითხა მეფემ: „რატომა გაქვს სახე სევდიანი? ცხადია, რომ ავად არა ხარ! ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?“ და ძალზე შევშინდი.
3
და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლშია დაბუგული?“
4
და მითხრა მეფემ: „ახლა რას ითხოვ?“ და ვილოცე ცათა ღმერთის მიმართ.
5
და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს და, თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენს წინაშე, გამიშვი იუდაში, ჩემი მამების საძვალეთა ქალაქში, და ხელახლა გავაშენებ მას.“
6
და მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც ეჯდა გვერდით: „რამდენი ხანი მოუნდები ამას და როდის დაბრუნდები?“ და არ დაუშლია მეფეს ჩემთვის წასვლა და გამიშვა, რაკი მე დრო დავუთქვი.
7
და ვუთხარი მეფეს: „თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა მათ გზა მომცენ, ვიდრე იუდას მივაღწევდე.
8
და ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხესიმაგრის კარიბჭეებისთვის, რომელიც ღვთის სახლთანაა, და ქალაქის კედლისათვის, და სახლისათვის, რომელშიც მე შევალ.“ და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე.
9
და მივედი მდინარისგაღმელ განმგებლებთან და გადავეცი მეფის წერილები. მეფემ მხედარმთავრები და მხედრები გამომაყოლა.
10
და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელის ძეთათვის სიკეთის საძიებლად მოვიდა კაცი.
11
და მივედი იერუსალიმში, და ვიყავი იქ სამი დღე.
12
და ავდექი ღამით რამდენიმე კაცთან ერთად და არავისთვის არ მითქვამს, რისი გაკეთება ჩამიდო ღმერთმა გულში იერუსალიმისათვის, და არავითარი პირუტყვი არ მყოლია თან გარდა იმისა, რომელზეც ვიყავი ამხედრებული.
13
და გავედი ღამით ნაღვარევის კარიბჭით და გავემართე გველეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისაკენ, და დავათვალიერე იერუსალიმის დარღვეული კედლები, მისი ცეცხლში გადაბუგული კარიბჭეები.
14
და გავიარე წყაროს კარიბჭისა და მეფის აუზისაკენ, თუმცა არ იყო ადგილი, რომ იმ პირუტყვს გაევლო, რომელზეც ვიყავი ამხედრებული.
15
და ასე ავუყევი ღამით ხევს, დავათვალიერე კედელი, უკან გამოვბრუნდი, მივედი ნაღვარევის კარიბჭესთან, და შინ დავბრუნდი.
16
ქალაქის მოხელეებმა არ იცოდნენ, სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი; არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებელთ ჯერ არ ვუმხელდი.
17
და მხოლოდ ვუთხარი: თქვენ ხედავთ-მეთქი, რა უბედურ დღეში ვართ, როგორაა იერუსალიმი მოოხრებული და როგორ არის ცეცხლში დაბუგული მისი კარიბჭენი; წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
18
და ვაუწყე მათ ჩემი ღვთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, მეფეს რომ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. და თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთო. და ხელი განიმტკიცეს სასიკეთოდ.
19
და გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელმა მოხელემ, და გეშემ არაბმა, და დაგვცინეს, აბუჩად აგვიგდეს და თქვეს: „ამას რას შვრებით? მეფეს უჯანყდებით?“
20
და ვუპასუხე მათ: „ცათა ღმერთი შეგვეწევა. და ჩვენ, მისი მსახურნი, ავდგებით და ავაშენებთ! თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ წილი, არც უფლება და არც სახსენებელი.“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13