bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 7
Nehemiah 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 8 →
1
კედელი რომ აშენდა, კარებები შევაბით და გავამწესე კარისმცველები, მგალობელნი და ლევიანები,
2
და ვუბრძანე ხანანის, ჩემს ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რადგან ის სანდო კაცი იყო და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში,
3
და ვუთხარი მათ: არ გააღონ იერუსალიმის ბჭენი ვიდრე მზე არ დააცხუნებს, და სანამ ისინი დგანან საგუშაგოზე, მანამ დაკეტონ და ურდულით დაგმანონ კარნი. და იერუსალიმის მკვიდრთაგან დააყენეთ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თითოეული თავისი სახლის წინ.
4
და ქალაქი ვრცელი და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში, და არც სახლები იყო აშენებული.
5
ჩემმა ღმერთმა გულში ჩამიდო, რათა შემეკრიბა დიდებულები და მოხელეები და ხალხი აღსანუსხავად. და მივაგენი იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნს, და ვნახე მასში ჩაწერილნი:
6
ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც გადასახლებულ ტყვეებიდან ამოვიდნენ, რომლებიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, და დაბრუნდნენ ისინი იერუსალიმში და იუდაში – თითოეული თავის ქალაქში,
7
რომელნიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანისთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან. ეს არის ისრაელი ხალხის მამაკაცთა რიცხვი:
8
ფარყოშის ძენი – 2172;
9
შეფატიას ძენი – 372;
10
არახის ძენი – 652;
11
ფახათ-მოაბის ძენი, იესოსა და იოაბის ძეთაგან – 2818;
12
ყელამის ძენი – 1254;
13
ზათუს ძენი – 845;
14
ზაქაის ძენი – 760;
15
ბინუის ძენი – 648;
16
ბებაის ძენი – 628;
17
ყაზგადის ძენი – 2322;
18
ადონიკამის ძენი – 667;
19
ბიგვაის ძენი – 2067;
20
ყადინის ძენი – 655;
21
ატერის ძენი ხიზკიას სახლიდან – 98;
22
ხაშუმის ძენი – 328;
23
ბეცაის ძენი – 324;
24
ხარიფის ძენი – 112;
25
გიბეონელი კაცები – 95;
26
ბეთლემისა და ნეტოფას მკვიდრნი – 188;
27
ყანათოთის მკვიდრნი – 128;
28
ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი – 42;
29
კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი – 743;
30
რამას და გებაყის მკვიდრნი – 621;
31
მიქმაშის მკვიდრნი – 122;
32
ბეთელისა და ღაის მკვიდრნი – 123;
33
სხვა ნებოს მკიდრნი – 52;
34
სხვა ყელამის მკვიდრნი – 1254;
35
ხარიმის ძენი – 320;
36
იერიხოს ძენი – 345;
37
ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – 721;
38
სენაას ძენი – 3930.
39
მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – 973;
40
იმერის ძენი – 1052;
41
ფაშხურის ძენი – 1247;
42
ხარიმის ძენი – 1017.
43
ლევიანები: იესოს ძენი კადმიელის სახლიდან, ჰოდევას ძენი – 74.
44
მგალობელნი: ასაფის ძენი – 148.
45
კარის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი, – 138.
46
ტაძრის მსახურნი: ციხას ძენი, ხაშუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი,
47
კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი,
48
ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი,
49
ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი,
50
რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი,
51
გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი,
52
ბესაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფუშესიმის ძენი,
53
ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი,
54
ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი,
55
ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თემახის ძენი,
56
ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი.
57
სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას,
58
იაყალას, დარკონის, გიდელის,
59
შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ჰაცებაიმის და ამონის ძენი.
60
სოლომონისა და ტაძრის მსახურთა ძენი – სულ 392.
61
და ესენი იყვნენ ამოსულნი თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი:
62
დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი – 642.
63
მღვდელთაგან: ხაბაიას ძენი, ჰაკოცის ძენი, ძენი ბარზილაისა, რომელმაც მოიყვანა ცოლი გალაადელი ბარზილაის ასულთაგან და მათ სახელზე დაეწერა.
64
ამათ ეძებეს თავიანთი საგვარტომო ნუსხის ჩანაწერი და ვერ იპოვეს, და განიკვეთნენ მღვდლობიდან.
65
და განმგებელმა გააფრთხილა ისინი, რომ არ ეჭამათ დიდი სიწმიდიდან, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით.
66
მთელი კრებული ერთიანად იყო – 42360 კაცი,
67
გარდა მონებისა და მხევლებისა, რომლებიც იყვნენ 7337; მათ ჰყავდათ მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები – 245.
68
მათ ჰყავდათ 736 ცხენი, 245 ჯორი,
69
435 აქლემი, 6720 სახედარი.
70
და საგვარეულოთა უფროსთაგან ზოგიერთმა სამუშაოსთვის წილი გაიღო. განმგებელმა შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, 50 თასი და 530 სამღვდელო კვართი.
71
მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსათვის 20 ათასი დრაქმა ოქრო და 2200 მინა ვერცხლი.
72
და რაც დანარჩენმა ხალხმა შესწირა იყო: 20 ათასი დრაქმა ოქრო და 2 ათასი მინა ვერცხლი და 67 სამღვდელო კვართი.
73
და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, კარის მცველნი, მგალობელნი, ნაწილი ხალხისა, ტაძრის მსახურნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. და დადგა მეშვიდე თვე და ისრაელის ძენი თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13