bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 6
Nehemiah 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 7 →
1
და როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და დანარჩენმა ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ავაშენეთ კედელი და არ დარჩენილა მასში ბზარი, – თუმცა იმ ხანად კარებები ჯერ კიდევ არა მქონდა ჩაყენებული კარიბჭეებში,
2
სანბალატმა და გეშემმა მომიგზავნეს მსახური და შემომითვალეს: წამო, ონოს ხეობის რომელიმე სოფელში შევიკრიბოთო. მათ განზრახული ჰქონდათ ჩემთვის ბოროტება გაეკეთებინათ.
3
მაგრამ მე მოციქულები გავუგზავნე და შევუთვალე: „დიდ საქმეს ვაკეთებ და ვერ ჩამოვალ. რატომ უნდა შეჩერდეს საქმე, თუ მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ?“
4
და ოთხჯერ მომიგზავნეს ამ სიტყვით და მეც იგივე პასუხი დავუბრუნე.
5
და ამავე სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა.
6
და ეწერა მასში: „ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს ამბოხება გაქვთ განზრახული, ამისათვის აშენებ კედელს. და შენ მათი მეფე იქნები, ამავე ხმების თანახმად.
7
და წინასწარმეტყველნიც დაგიყენებია, რათა იერუსალიმში იქადაგონ შენზე და თქვან: მეფე არისო იუდაში! და ახლა მეფის ყურამდე მივა ეს ხმები. ამიტომ მოდი და მოვილაპარაკოთ.“
8
მე კაცი გავუგზავნე და შევუთვალე: „ასეთი რამ, რასაც შენ ამბობ, არ ყოფილა, რადგან შენი ჭკუიდან ჩმახავ მაგას!“
9
ყველანი ჩვენს დაშინებას ცდილობდნენ, ფიქრობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვერ დაასრულებენო. მაგრამ ახლა უფრო განვამტკიცე ჩემი ხელები.
10
შემაყიას, დელაიას, მეჰეტაბელის ძის, ვაჟს მივაკითხე და შინ იყო ჩაკეტილი; და მითხრა: „წავიდეთ ღვთის სახლში, შიგ ტაძარში, და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; და ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად.“
11
მაგრამ მე ვუთხარი: „ჩემისთანა კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ან ჩემისთანა კაცი თავის გადასარჩენად ტაძარში როგორ უნდა შევიდეს? მე არ შევალ.“
12
მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. თუმცა კი წინასწარმეტყველურად მელაპარაკა, და, რომ ტობიასა და სანბალატს ჰყავდათ იგი მოსყიდული.
13
მოსყიდული იმისთვის იყო, რომ შემშინებოდა, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ.
14
გაიხსენე, ღმერთო ჩემო, ტობია და სანბალატი მათი საქმეებისამებრ; და აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და დანარჩენი წინასწარმეტყველნი, რომელთაც ჩემი დაშინება სურდათ.
15
და დასრულდა კედელი ელულის ოცდახუთში – 52 დღეში.
16
ეს რომ ყველა ჩვენმა მტერმა გაიგო და ყველა ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ხალხმა დაინახა, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ღვთის შეწევნით გაკეთდა ეს საქმე.
17
იმავე დღეებში იუდას დიდებულთა მრავალ წერილს ღებულობდა ტობია და ისინი ღებულობდნენ მის წერილებს.
18
რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო და მის ძეს, იეჰოხანანს, ცოლად ჰყავდა მეშულამის, ბერექიას ძის, ასული.
19
და მის კეთილ საქმეებზე ჩემს წინაშე ლაპარაკობდნენ. ჩემი სიტყვები მასთან მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა დასაშინებლად.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13