bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 3
Nehemiah 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
1
და ადგნენ ელიაშიბი, დიდი მღვდელი, და მისი მღვდელი ძმები, და აღადგინეს ცხვრის კარიბჭე: მათ განათლეს ის და კარი შეაბეს, და განათლეს მეას გოდლიდან ხანანელის გოდლამდე.
2
და მის გვერდით აშენებდნენ იერიხოელნი, ხოლო მათ გვერდით აშენებდა ზაქურ იმრის ძე.
3
და თევზთა კარიბჭეს აშენებდნენ ჰასენაას ძენი; მათ გადახურეს იგი და კარები შეაბეს თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით.
4
მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა. მათ გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიასი, ძისა მეშეზაბელისა; მათ გვერდით ცადოკ ბაყანას ძე ამაგრებდა.
5
მათ გვერდით ამაგრებდნენ თეკოაყელები, მაგრამ მათი დიდებულნი კი ქედს არ იდრეკდნენ, რომ თავიანთი უფალი ღმერთისთვის ეშრომათ.
6
ძველ კარიბჭეს ამაგრებდნენ იოიადაყი, ძე ფასეახის, და მეშულამი, ძე ბესოდეიასი; მათ გადახურეს იგი და ჩაუყენეს კარები თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით.
7
მათ გვერდით ამაგრებდნენ მელატია გიბეონელი და იადონ მერონოთელი, გიბეონისა და მიცფას მკვიდრები, რომელნიც მდინარისგაღმელ განმგებელს ემორჩილებოდნენ.
8
მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე – ოქრომჭედელი; და მის გვერდით ამაგრებდა ხანანია, რომელიც მენელსაცხებელთაგან იყო, და აღადგენდნენ იერუსალიმს ფართო კედლამდე.
9
მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარსამთავროს მთავარი.
10
და მის გვერდით ამაგრებდა იედაია, ძე ხარუმაფისა – თავისი სახლის წინ. და მის გვერდით ამაგრებდა ხატუშ ხაშაბნეიას ძე.
11
მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახათ-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.
12
და მის გვერდით ამაგრებდა შალუმი, ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარსამთავროს მთავარი, ის და მისი ასულები.
13
ნაღვარევის კარიბჭე გაამაგრეს ხანუნმა და ზანოახის მკვიდრებმა; მათ ააშენეს იგი, კარები შეაბეს თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით; და მათვე გაამაგრეს სიგრძით ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.
14
და სანაგვის კარიბჭე გაამაგრა მალქიამ, რექაბის ძემ, ბეთ-ჰაქერემის სამთავროს მთავარმა; მან ააშენა იგი და შეაბა კარები თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით.
15
წყაროსთვალის კარიბჭეს ამაგრებდა შალუმი, ქოლ-ხოზეს ძე, მიცფას სამთავროს მთავარი; მან აღადგინა და გადახურა იგი, შეაბა კარები თავისი რაზა-კოჭატებითა და ურდულებით. მანვე ააშენა კედელი შელახის აუზთან, მეფის ბაღის წინ დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.
16
მის იქით ამაგრებდა ნეემია, ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარსამთავროს მთავარი, დავითის საფლავის მოპირდაპირე მხარემდე, და ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე.
17
მის იქით გაამაგრეს ლევიანებმა რეხუმის, ბანის ძის, ხელმძღვანელობით და მის გვერდით გაამაგრა ხაშაბიამ, კეყილას ნახევარსამთავროს მთავარმა, თავისი სამთავროს სახელით.
18
მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები, ბინუი ხენადადის ძის, კეყილას ნახევარსამთავროს მთავრის ხელმძღვანელობით.
19
მის გვერდით – ყეზერ იესოს ძემ, მიცფას სამთავროს მთავარმა, გაამაგრა კედლის მეორე უბანი აიარაღის საწყობის ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან.
20
მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე უბანს ბარუქი, ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე.
21
მის იქით მეორე უბანს ამაგრებდა მერემოთი, ურიას ძე, ძისა ჰაკოცისა – ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე.
22
მის იქით სანახებში მცხოვრებმა მღვდლებმა გაამაგრეს.
23
მის იქით, თავიანთი სახლის წინ, ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი; მათ იქით თავის სახლთან გაამაგრა ყაზარიამ მაყასეიას ძემ, ძისა ყანანიასი;
24
მათ შემდეგ გაამაგრა ბინუი ხენადადის ძემ, მეორე უბანი – ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.
25
მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მის იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა.
26
ტაძრის მსახურებმა კი, ყოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭისა და გამოშვერილი გოდლის წინ, აღმოსავლეთით.
27
მათ იქით მეორე მხარეს თეკოაყელები ამაგრებდნენ დიდი გამოშვერილი გოდლის პირდაპირ ყოფელის ზღუდემდე.
28
ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლებმა გაამაგრეს – თითოეულმა თავისი სახლის წინ.
29
მათ იქით გაამაგრა ცადოკმა, იმერის ძემ, თავისი სახლის წინ. და მის იქით გაამაგრა შემაყია შექანიას ძემ, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველმა.
30
მის იქით ხანანია შელემიას ძემ და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძემ გაამაგრეს მეორე უბანი; მის იქით ამაგრებდა მეშულამ ბერექიას ძე თავისი ბინის წინ.
31
მის იქით გაამაგრა მალქიამ, ცორფის ძემ, ტაძრის მსახურთა და ვაჭართა სახლამდე, სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, კუთხის ზემოთვალამდე.
32
ამ ზემოთვალსა და ცხვრის კარიბჭეს შორის გაამაგრეს ოქრომჭედლებმა და ვაჭრებმა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13