bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 4
Nehemiah 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 5 →
1
როცა სანბალატმა გაიგო, რომ კედელს ვაშენებთ, ძალიან გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები.
2
თავისი მოძმეებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: „რასა შვრებიან ეს საცოდავი იუდაელები? ნუთუ მისცემენ მათ ამის უფლებას? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ ქვებს გააცოცხლებენ დანაცრებული ნანგრევებიდან?“
3
და ტობია ყამონელმა, რომელიც მის გვერდით იყო, თქვა: „როგორც არ უნდა აშენონ, ერთი მელაც კი რომ მიადგეს მათ ქვის კედელს, ისიც კი დააქცევს.“
4
ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან დასაცინი და შეურაცხნი გავხდით! მათი ლანძღვა მათვე მიუბრუნე, და მიეცი ისინი საკიცხელად თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში!
5
და ნუ დაფარავ მათ დანაშაულს; და შენს წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხჰყოფდნენ ისინი მშენებლებს.
6
და ავაშენეთ ქალაქის კედელი, და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე. და ჰქონდა ხალხს საქმის გულმოდგინება.
7
და როცა გაიგეს სანბალატმა, ტობიამ და არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა, რომ გრძელდებოდა იერუსალიმის კედლების აღდგენა და მისი ბზარების გამთელება, ძალიან გაცხარდნენ.
8
და ყველანი შეითქვნენ, რათა საომრად მოსულიყვნენ იერუსალიმში და არეულობა ჩამოეგდოთ იქ.
9
და ჩვენ ვევედრებოდით ჩვენს ღმერთს, და დაცვა გვეყენა მათ წინააღმდეგ დღედაღამ.
10
და თქვეს იუდაელებმა: „წელში გაწყდნენ მზიდავები, ნაგავი კი ბევრია; ჩვენ ვეღარ ავაშენებთ კედელს.“
11
ხოლო ჩვენი მტრები კი ამბობდნენ: „ვერც გაიგებენ და ვერც შეამჩნევენ, ისე გავჩნდებით მათ შორის და ისე გავავლებთ მუსრს და სამუშაოებს შევაწყვეტინებთ.“
12
და როცა მათ ახლოს მცხოვრები იუდაელები მოდიოდნენ და დღეში ცხრაჯერ მაინც გვიმეორებდნენ: ყოველი მხრიდან დაგვესხმიანო თავს, –
13
მაშინ ჩავაყენე ხალხი დაბლობებში, კედლის გარეთ ღია ადგილებში, და დავაყენე ხალხი საგვარეულოთა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
14
და შევხედე, წამოვდექი და ვუთხარი დიდებულებს და მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „ნუ გეშინიათ მათი; გაიხსენეთ უფალი, დიდი და შიშის მომგვრელი, და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლებისა და სახლ-კარისათვის.“
15
და როგორც კი ჩვენმა მტრებმა გაიგეს, რომ ჩვენ ვიცით მათი ამბავი და, რომ ღმერთმა ჩაშალა მათი განზრახვა, ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე.
16
და იმ დღიდან მოყოლებული, ჩემი ჭაბუკების ნახევარი მუშაობდა, მეორე ნახევარს კი ტანზე აბჯარი ეცვა, ხელში შუბები, ფარები და მშვილდები ეჭირათ. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.
17
კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალით იარაღი ეჭირათ.
18
და თითოეულ მშენებელს წელზე მახვილი ერტყა და ისე აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.
19
და ვუთხარი დიდებულებს, მოხელეებს და დანარჩენ ხალხს: „საქმე დიდი და ვრცელია, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი და ერთმანეთსა ვართ მოშორებულნი,
20
ამიტომ საიდანაც ბუკისცემის ხმას გაიგონებთ, იქ მოგროვდით ჩვენთან; ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის.“
21
ასე ვაკეთებდით საქმეს; ნახევარს კი ალიონის დაძვრიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე შუბი ეჭირა.
22
მაშინ იყო, რომ ვუთხარი ხალხს: თითოეულმა თავის მსახურთან ერთად ღამე გაათიოს იერუსალიმში. ასე რომ ღამით ჩვენთან ერთად იყარაულებდნენ, დღისით კი იმუშვებდნენ.
23
და არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურნი, არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით; თითოეულს ხელში თავისი მახვილი გვეჭირა, მაშინაც კი, როდესაც წყალზე მივდიოდით.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13