bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 5
Nehemiah 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 6 →
1
დიდი დრტვინვა ატყდა ხალხში და მათ ცოლებში თავიანთ იუდაელ მოძმეთა წინააღმდეგ.
2
და იყვნენ ისეთები, რომლებიც ამბობდნენ: ჩვენ, ჩვენი ძენი და ჩვენი ასულნი ბევრნი ვართ და პური გვინდა ვიშოვოთ, რომ ვჭამოთ და ვიცოცხლოთო.
3
და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: ჩვენს მინდვრებს, ვენახებს და სახლებს ვაგირავებთ, რათა ხორბალი ვიშოვოთო შიმშილობის ჟამს.
4
და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენი მიწებისა და ჩვენი ვენახების დაგირავებით ფულს ვშოულობთ მეფისთვის ხარკის გადასახდელად.
5
და ჩვენი ხორციც ისეთივეა, როგორც ჩვენი მოძმეებისა. და ჩვენი ძენი ისეთივენი არიან, როგორიც მათი ძენი, მაგრამ ჩვენ გვიხდება ჩვენი ძეებისა და ასულების მონებად მიცემა და ზოგიერთი ჩვენი ასულთაგანი უკვე დამონებულია. ხელში ძალა გამოგვეცალა და ჩვენი ყანები და ვენახები სხვებს რჩებათ.“
6
ძალიან გავცეცხლდი, როდესაც მათი დრტვინვა და ეს სიტყვები მოვისმინე.
7
მაგრამ გულმა მიკარნახა და ვეჩხუბე დიდებულებს, მოხელეებს და ვუთხარი მათ: „თქვენი მოძმეებისაგან ვახშს იღებთ.“ და მოვიწვიე მათ წინააღმდეგ დიდი კრებული.
8
და ვუთხარი მათ: „ჩვენ გამოვისყიდეთ სხვა ხალხებს მიყიდული ჩვენი იუდაელი ძმები, როგორც შეგვეძლო, თქვენ კი საკუთარ ძმებს ჰყიდით, რომლებიც მერე ჩვენ უნდა გამოვისყიდოთ.“ და დუმდნენ ისინი და სიტყვას ვეღარ პოულობდნენ.
9
და ვთქვი: „არ არის კარგი ეს საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ! განა ღვთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და მტრებისგან დაცინვა აიცილოთ?
10
მე, ჩემი ძმები და ჩემი მსახურნი სესხად ვაძლევთ ვერცხლს და ხორბალს. მოდით, ვაპატიოთ მათ ეს ვალი.
11
დღესვე დაუბრუნეთ მათ მათი ყანები, ვენახები, ზეთისხილის ბაღები, სახლები, და სარგებელი ვერცხლის, ხორბლის, ღვინის და ზეთის, რასაც მათგან ითხოვდით.“
12
და თქვეს: „დავუბრუნებთ და აღარ მოვთხოვთ; ისე მოვიქცევით, როგორც შენ ამბობ.“ და მღვდლებს დავუძახე და დავაფიცე ისინი, რომ იმ სიტყვისამებრ მოქცეულიყვნენ.
13
და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული.“ და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!“ და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.
14
აგრეთვე იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე – 12 წლის განმავლობაში – მე და ჩემს ძმებს განმგებლის პური არ გვიჭამია.
15
განმგებლები, ჩემამდე ვინც იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და 40 შეკელის გარდა, პურსა და ღვინოსაც ართმევდნენ. მათი მსახურნიც ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ ღვთის მოშიშობის გამო.
16
თანაც მე გადაგებული ვიყავი კედლის შენებაზე. მინდვრებს აღარ ვყიდულობდით და ყველა ჩემი მსახური იქ იყრიდა თავს სამუშაოდ.
17
150 კაცი მესხდა სუფრაზე – იუდაელები და მოხელეები, გარდა ჩვენს გარშემო მცხოვრებ ხალხებიდან მოსულთა.
18
აი, რა მზადდებოდა ერთი დღისათვის: ერთი ხარი, ექვსი რჩეული ცხვარი, ასევე ფრინველს ამზადებდნენ ჩემთან; და ყოველ ათ დღეში ყველანაირი ღვინო მოჰქონდათ უხვად. მაგრამ განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო.
19
ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისათვის გამიკეთებია.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13