bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 12
Nehemiah 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
1
ესენი იყვნენ მღვდლები და ლევიანები, რომელნიც ამოვიდნენ იერუსალიმს ზერუბაბელ შეალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად: სერაია, იერემია, ეზრა,
2
ამარია, მალუქი, ხატუში,
3
შექანია, რეხუმი, მერემოთი,
4
ყიდო, გინეთოი, აბია,
5
მიამინი, მაყადია, ბილგა,
6
შემაყია, იოიარიბი, იედაყია,
7
სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია – ესენი იყვნენ მღვდლების თავკაცები და მათი ძმები იესოს დღეებში.
8
და ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა. მათანია თავის ძმებთან ერთად ხელმძღვანელობდა სამადლობელო საგალობლებს.
9
და ბაკბუკია და ყუნი თავიანთი ძმებითურთ მოპირდაპირე მხარეს გუშაგობდნენ.
10
და იესომ შვა იეჰოიაკიმი, და იეჰოიაკიმმა შვა ელიაშიბი, და ელიაშიბმა შვა იოიადაყი,
11
და იოიადაყმა შვა იონათანი და იონათანმა – იადუაყი.
12
და იეჰოიაკიმის დღეებში მამისსახლთა თავკაცები იყვნენ მღვდლები: სერაიას სახლიდან მერაია, იერემიას სახლიდან – ხანანია,
13
ეზრას სახლიდან – მეშულამი, ამარიასთან – იეჰოხანანი,
14
მალუქის სახლიდან – იონათანი, შებანიას სახლიდან – იოსები.
15
ხარიმის სახლიდან – ყადნა, მერაიოთის სახლიდან – ხელკაი.
16
ყიდოს სახლიდან – ზაქარია, გინეთონის სახლიდან მეშულამი,
17
აბიას სახლიდან – ზიქრი, მინიამინის სახლიდან და მოყადიას სახლიდან – ფილტაი,
18
ბილგას სახლიდან – შამუაყი, შემაყიას სახლიდან იონათანი,
19
იოიარიბის სახლიდან – მათენაი, იედაყიას სახლიდან – ყუზი,
20
სალაის სახლიდან – კალაი, ყამოკის სახლიდან – ებერი,
21
ხილკიას სახლიდან – ხაშაბია, იედაყიას სახლიდან – ნეთანელი.
22
ლევიანები, მამისსახლთა თავკაცები ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანის და იადუაყის დღეებში იქნენ ჩაწერილნი, ნუსხაში, ხოლო მღვდლები კი დარიოს სპარსელის მეფობისას.
23
ლევის ძენი, მამისსახლის თავკაცები, ჩაწერილნი იქნენ მატიანეთა წიგნში იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.
24
და ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია და იესო კადმიელის ძე და მათი ძმები, მათივე მოპირდაპირე მხარეს იყვნენ, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის, ბრძანებისამებრ.
25
მათანია, ბაკბუკია, ყობადია, მეშულამი, ტალმონი, ყაკუბი – კარისმცველნი იყვნენ, და კარიბჭეთა ზღურბლებთან ყარაულობდნენ.
26
ესენი იყვნენ იეჰოიაკიმის იესოს ძის, იოცადაკის ძის დღეებში, და ნეემია განმგებლისა და ეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დღეებში.
27
და იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველგან მათ ადგილებში, რათა იერუსალიმში ამოეყვანათ, რომ ეზეიმათ კურთხევა სიხარულით, სამადლობელით, გალობითა და წინწილებით, ჩანგებითა და ქნარებით.
28
და შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათის სოფლებიდან.
29
და ბეთ-გილგალიდან, გებაყისა და ყაზმავეთის ველ-მინდვრებიდან, რადგან მგალობლებს სოფლები ჰქონდათ გაშენებული იერუსალიმის სანახებში.
30
და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, და განწმიდეს ხალხი და კარიბჭენი და კედელი.
31
და ავიყვანე იუდას მთავარნი კედელზე, და დავაყენე ორი დიდი მადლისმწირველი გუნდი. ერთი მარჯვენა მხარეს, კედლის თავზე, გაუყვა გზას, სანაგვის კარიბჭისაკენ.
32
და მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,
33
და ყაზარია, ეზრა და მეშულამი,
34
იუდა, ბენიამინი, შემაყია და იერემია,
35
და მღვდლების ძეთაგან საყვირებით: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე.
36
და მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნეთანელი, იუდა და ხანანი, ღვთისკაცის, დავითის, სამუსიკო საკრავებით; წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღვოდა.
37
წყაროსთვალის კარიბჭესთან, მათ მოპირდაპირე მხარეს ავიდნენ დავითის ქალაქის კიბეებზე, კედლის ასასვლელთან, დავითის სახლის ზემოდან წყლის კარიბჭემდე, აღმოსავლეთით.
38
მეორე მადლისმწირველი გუნდი მარცხენა მხარეს მიიკვლევდა გზას და მეც და ნახევარი ხალხი მას მივდევდით კედელზე – ღუმელთა გოდლიდან სქელ კედლამდე.
39
ეფრემის კარიბჭეზე, და ძველ კარიბჭეზე და თევზის კარიბჭეზე, და ხანანელის გოდოლზე, და ასეულის გოდოლზე გავლით ცხვრის კარიბჭემდე; და შედგნენ დილეგის კარიბჭესთან.
40
და დადგა ორივე მადლისმწირველი გუნდი ღვთის სახლში და მეც იქ დავდექი მოხელეთა ნახევრის თანხლებით.
41
და იქ იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია, ხანანია თავიანთი საყვირებით;
42
და აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელეაზარი, ყუზი, იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყეზერი; და მგალობლებმა დააგუგუნეს გალობა იეზრახიას ლოტბარობით.
43
და შესწირეს იმ დღეს დიდძალი მსხვერპლი. ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი; ხარობდნენ ქალები და ბავშვებიც. იერუსალიმის სიხარულის ხმა შორს გაისმოდა.
44
იმავ დღეს კაცები მიუჩინეს ოთახებს, განკუთვნილთ საკუჭნაოთათვის, პირველნაყოფთათვის, მეათედისათვის, რათა იქ დაეხვავებინათ ქალაქების ყანებიდან მოტანილი წილი, რომელიც რჯულით იყო დაწესებული მღვდლებისა და ლევიანებისათვის. რადგან ხარობდა იუდა, უყურებდა რა სამსახურად მდგომ მღვდლებსა და ლევიანებს,
45
რომლებიც ასრულებდნენ თავიანთი ღვთის სამსახურს და განწმედის სამსახურს. ასევე იქცეოდნენ მგალობლები და კარისმცველები დავითისა და მისი ძის, სოლომონის, მიერ დადგენილი წესის თანახმად.
46
რადგან ძველთაგან, დავითისა და ასაფის დღეებში იყვნენ განწესებულნი მგალობელთა ლოტბარნი და მაშინვე დაწესდა ღვთის საგალობლები.
47
და მთელი ისრაელი ზერუბაბელის დღეებში და ნეემიას დღეებში აძლევდა წილს დღითი დღე მგალობლებს და კარისმცველებს, ისინი წილს აძლევდნენ ლევიანებს, ლევიანები კი წილს აარონიანებს აძლევდნენ.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13