bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 10
Nehemiah 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 11 →
1
აჰა, ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: ნეემია ხაქალიას ძე – განმგებელი, ცედეკია,
2
სერაია, ყაზარია, იერემია,
3
ფაშხური, ამარია, მალქია,
4
ხატუში, შებანია, მალუქი,
5
ხარიმი, მერემოთი, ყობადია,
6
დანიელი, გინეთონი, ბარუქი,
7
მეშულამი, აბია, მიამინი,
8
მაყაზია, ბილგაი, შემაყია – ესენი მღვდლები იყვნენ.
9
და ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი ხენადადის ძე, კადმიელი.
10
და მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი,
11
მიქა, რეხობი, ხაშაბია,
12
ზაქური, შერებია, შებანია,
13
ჰოდია, ბანი, ბენინუ.
14
ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათ-მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი,
15
ბუნი, ყაზგადი, ბებაი,
16
ადონია, ბიგვაი, ყადინი,
17
ატერი, ხიზკია, ყაზური,
18
ჰოდია, ხაშუმი, ბეცაი,
19
ხარიფი, ყანათოთი, ნებაი,
20
მაგფიყაში, მეშულამი, ხეზირი,
21
მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი,
22
ფელატია, ხანანი, ყანაია,
23
ჰოშეაყი, ხანანია, ხაშუბი,
24
ჰალოხეში, ფილხა, შობეკი,
25
რეხუმი, ხაშაბნა, მაყასეია,
26
ახია, ხანანი, ყანანი,
27
მალუქი, ხარიმი და ბაყანა.
28
და დანარჩენი ხალხი, მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, ტაძრის მსახურები და ყველა სხვა ქვეყნების ხალხებს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისაკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, მათი ძეები, მათი ასულები ყველა მცოდნე და გამგები
29
შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ დიდებულებს, და წყევლითა და ფიცით შეიკრნენ, რათა ევლოთ ღვთის რჯულით, რომელიც მოსეს, ღვთის მსახურის, ხელით იყო მოცემული, და დაეცვათ და შეესრულებინათ უფლის, ჩვენი ღმერთის, ყველა მცნება, მისი სამართალი და მისი წესები,
30
და რათა არ მიგვეცა ჩვენი ასულები სხვა ქვეყნის ხალხებისთვის და არც მათ ასულებს შევართვევინებდით ჩვენს ძეებს.
31
და რათა ქვეყნის სხვა ხალხთაგან, რომელთაც შაბათობით მოაქვთ გასაყიდად საქონელი და ყველანაირი საზრდო, არაფერი შეგვეძინა შაბათსა და წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს თანანადები მიგვეტევებინა.
32
და წესად დავიდეთ, რომ წელიწადში გაგვეღო შეკელის მესამედი ჩვენი ღვთის სახლის სამსახურისათვის:
33
საწინაშეო პურისათვის, ყოველდღიურ პურთათვის და მუდმივი ძღვენისათვის, მუდმივი სრულადდასაწველისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისათვის, დღესასწაულებისათვის და წმიდა ნივთებისათვის, ისრაელის ცოდვის გამომსყიდველი მსხვერპლებისა და ჩვენი ღვთის სახლის ყოველნაირი საქმისათვის.
34
და წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირავი შეშის მოზიდვაზე, რათა ღვთის სახლში ეზიდათ მამისსახლთა მიხედვით დაწესებულ დროს, წლითიწლობით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად, როგორც რჯულში სწერია.
35
და ჩვენ ვიკისრეთ ჩვენი მიწის პირველნაყოფისა და ყოველი ხეხილის პირველნაყოფის წლითიწლობით უფლის სახლში მიტანა,
36
ასევე ჩვენი ძეებიდან პირმშოების, ჩვენი პირუტყვიდან პირველმოგებულებისა, როგორც რჯულში სწერია, და ჩვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულების მიყვანა მღვდლებთან, ღვთის სახლში რომ მსახურობენ.
37
ასევე ჩვენი პირველი ცომისა, ჩვენი შესაწირავისა, ყველა ხეხილის ნაყოფისა, მაჭრისა და ზეთისა მღვდლებთან, ღვთის სახლის ოთახებში მიტანა. ასევე ჩვენი მიწიდან მეათედისა ლევიანთათვის; სწორედ ეს ლევიანები არიან, მეათედს რომ იღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
38
აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ლევიანები მეათედს მიიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღვთის სახლის საგანძურის ოთახებში მიიტანენ,
39
რადგან ისრაელის ძეთ და ლევიანებმა ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ხორბლის შესაწირავი, ღვინო და ზეთი. იქ არის საწმიდრის ჭურჭელი, და იქ არიან მღვდლები და ტაძრის მსახურები, კარისმცველები და მგალობლები. და არ მივატოვებთ ჩვენი ღვთის სახლს.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13