bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 11
Nehemiah 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 12 →
1
და დასახლდნენ ერისმთავრები იერუსალიმში, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ყარა, რათა ათეულიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრა დანარჩენი – სხვა ქალაქებში.
2
და აკურთხა ხალხმა ყველა ისინი, ვინც საკუთარი სურვილით დასახლდნენ იერუსალიმში.
3
და ესენი არიან მხარეთა მთავრები, რომლებიც იერუსალიმში დასახლდნენ, ხოლო იუდას ქალაქებში – თითოეული თავის სამკვიდრებელში და თავის ქალაქში: ისრაელის ძენი, მღვდლები და ლევიანები, ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შთამომავალნი.
4
იერუსალიმში დასახლდნენ იუდას ძეთაგან და ბენიამინის ძეთაგან. იუდას ძეთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალელის ძე – ფერეცის ძეთაგან.
5
და მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, შელახის ძე.
6
ფერეცის ძენი, იერუსალიმში რომ სახლობდნენ, 468 იყვნენ, მამაცი ვაჟკაცები.
7
აჰა, ბენიამინის ძენი: სალუ მეშულამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე,
8
მის შემდეგ გაბაი და სალაი – 928.
9
და იოელ ზიქრის ძე მათი უფროსი იყო; იუდა ჰასენუას ძე კი ქალაქში მეორე კაცი იყო.
10
მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი,
11
სერაია ხილკიას ძე, მეშულამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის უფროსი.
12
და მათი ძმები, რომელნიც სახლის საქმეს ასრულებდნენ – 822. და ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე,
13
და მისი ძმები, მამისსახლთა თავკაცები – 242. და ყამაშაი ძე ყაზარელისა, ახზაის ძე, მეშილემოთის ძე, იმერის ძე.
14
და მათი ძმები, მამაცი მეომრები – 128. და მათ თავკაცობდა ზაბდიელი, ჰაგედოლიმის ძე.
15
და ლევიანთაგან – შემაყია ხაშუბის ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბუნის ძე.
16
და შაბეთაი და იოზაბადი, ლევიანთა თავკაცთაგან, ღვთის სახლის გარე სამუშაოების გამრიგე.
17
და მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე – ლოცვისას კურთხევის მთავარი დამწყები, და ბაკბუკია, მის ძმათაგან მეორე, და ყაბდა შამუაყის ძე, გალალის ძე, იედუთუნის ძე.
18
წმიდა ქალაქში სულ 284 ლევიანი იყო.
19
და კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ – 172.
20
და დანარჩენი ისრაელის ძენი, მღვდლები, ლევიანები იუდას ყველა ქალაქში სახლობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში.
21
და ტაძრის მსახურნი ყოფელში სახლობდნენ, და მათ თავკაცობდნენ ციხა და გიშფა.
22
და ლევიანთა უფროსი იერუსალიმში იყო ყუზი, ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი – იმ ასაფიანთაგან, მგალობლებად რომ იყვნენ ღვთის სახლში სამსახურისას,
23
რადგან მათზე გაცემული იყო მეფის განკარგულება და დაწესებული იყო ყოველდღიური სარჩო მგალობელთათვის.
24
და ფეთახია, ძე მეშეზაბელისა, ზერახის ძეთაგან, იუდას ძისა, მეფის მარჯვენა ხელი იყო ყველა სახალხო საქმეში.
25
და იუდას ძეთაგან სოფლად თავიანთ ველებზე დასახლდნენ: კირიათ-არბაყში და მის სოფლებში, დიბონში და მის სოფლებში, იეკაბცეელში და მის სოფლებში;
26
იესოში, მოლადაში, ბეთ-ფელეტში;
27
ხაცარ-შუყალში, ბეერ-შებაყში და მის სოფლებში;
28
ციკლაგში, მექონაში და მის სოფლებში;
29
ყენ-რიმონში, ცორყაში, იარმუთში,
30
ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში; ლაქიშში და მის ველებზე; ყაზეკაში და მის სოფლებში. და დაიბანაკეს ბეერ-შებაყიდან ჰინომის ველამდე.
31
ბენიამინის ძენი დასახლდნენ გებაყიდან მოკიდებული მიქმაშსა და ყაიაში, და ბეთელსა და მის სოფლებში;
32
ყანათოთში, ნობში, ყანანიაში,
33
ხაცორში, რამაში, გითაიმში,
34
ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში,
35
ლოდში და ონოში და ხელოსანთა ხეობაში.
36
და იუდას ლევიანთაგან ზოგიერთი ბენიამინს მიეკედლა.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13