bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 1
Zechariah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 2 →
1
დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი:
2
დიდი განრისხებით განურისხდა უფალი თქვენს მამებს.
3
უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემსკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მეც მოვიქცევი თქვენსკენ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
4
ნუ იქნებით, როგორც თქვენი მამები, რომელთაც მოუწოდებდნენ უწინდელი წინასწარმეტყველნი და ეუბნებოდნენ: „ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან!“ მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ, – ამბობს უფალი.
5
სადღა არიან თქვენი მამები? და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ?
6
მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამებს? ისინი მიუბრუნდნენ ერთმანეთს და უთხრეს: „როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისეც მოგვექცა.“
7
მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ზაქარიასადმი, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი.
8
ვიხილე ღამით: აჰა, მხედარი ზის წითელ ცხენზე და დგას იგი მირტის ხეებში, შუა ველზე, მის უკან კი სხვა ცხენებია: წითელი, ჩალა და თეთრი.
9
და ვთქვი: „ვინ არიან ესენი, ჩემო ბატონო?“ მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: „მე გაჩვენებ, ვინც არიან ესენი.“
10
ხმა გაიღო კაცმა, მირტის ხეებში რომ იდგა, და თქვა: „ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად.“
11
მიუგეს უფლის ანგელოზს, მირტის ხეთა შორის რომ იდგა, და უთხრეს: „შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მთელი ქვეყანა დასახლებული და დამშვიდებულია.“
12
მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: „ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც უკვე 70 წელია, რაც შერისხული გყავს?“
13
მიუგო უფალმა ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა, კეთილი სიტყვები, ნუგეშის სიტყვები.
14
მითხრა ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა: მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: დიდი შურით ვარ აღძრული იერუსალიმისა და სიონის მიმართ.
15
დიდი რისხვით ვარ განრისხებული ნებივრად მცხოვრებ ხალხებზე; რადგან ოდნავ განვრისხდი და – მოუმატეს მათ ბოროტებას.
16
ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მოწყალებით მივხედე იერუსალიმს; იქ აიგება ჩემი ტაძარი, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
17
კიდევ მოუწოდე და თქვი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: „კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.“
18
ავახილე თვალი და, აჰა, ოთხი რქაა.
19
ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ეს?“ მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი.“
20
და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი.
21
და მე ვთქვი: „რის გაკეთებას აპირებენ ესენი?“ ასე მითხრა: „ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი მაღლა. ეს მჭედლები კი მოსულნი არიან დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდეის ქვეყნის წინააღმდეგ, მის გასაფანტავად.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14