bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 6
Zechariah 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 7 →
1
კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი გამოდის ხეობიდან ორ მთას შუა; და ის მთები ბრინჯაოსი იყო.
2
პირველ ეტლში წითელი ცხენები ება, მეორე ეტლში – შავი ცხენები.
3
მესამე ეტლში – თეთრი ცხენები, მეოთხე ეტლში – ჩალა ცხენები.
4
ხმა ამოვიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: „რა არის ესენი, ჩემო ბატონო?“
5
მომიგო ანგელოზმა და მითხრა: „ეს ცის ის ოთხი სული გამოდის, რომლებიც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან.
6
წითელი ცხენები აღმოსავლეთისკენ გამოდიან, შავი ცხენები – ჩრდილოეთის ქვეყნისკენ, თეთრები – დასავლეთისკენ, ჩალა ულაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან.“
7
ჩალა ულაყები გამოვიდნენ და მიიწევდნენ, რათა შემოევლოთ ქვეყანა; და მან უთხრა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა!“ და მოიარეს ქვეყანა.
8
დამიძახა და ასე მითხრა: „შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში.“
9
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
10
გამოართვი ტყვედნამყოფთ: ხელდაის, ტობიას, და იედაყიას, რომლებიც ბაბილონიდან დაბრუნდნენ; წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში,
11
გამოართვი ოქრო და ვერცხლი და გააკეთე გვირგვინები და დაადგი თავზე დიდ მღვდელს, იესო იეჰოცადაკის ძეს.
12
უთხარი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი, რომლის სახელიც არის მორჩი, რადგან თავისი ფესვიდან აღმოცენდება და ააგებს უფლის ტაძარს.
13
ის ააგებს უფლის ტაძარს და მიიღებს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება დიდი მღვდელი თავის ტახტზე და მშვიდობა იქნება ამ ორთა შორის.
14
და სამახსოვროდ გვირგვინი ჰქონდეთ ხელემს, ტობიას, იედაყიას და ხენს – ცეფანიას ძეს – უფლის ტაძარში.
15
შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს. და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაიგონებთ თქვენი უფალი ღმერთის ხმას.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14