bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 13
Zechariah 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 14 →
1
იმ დღეს ამოხეთქავს წყარო დავითის სახლისა და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
2
იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ამ ქვეყნიდან, რათა მეტად აღარ იყოს მათი ხსენება, და ცრუწინასწარმეტყველთ და უწმიდურ სულებსაც აღვგვი ქვეყნიდან.
3
და მაშინ იქნება, რომ თუ ვინმე კვლავ გაქადაგდება, ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: „სიკვდილის ღირსი ხარ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობ უფლის სახელით;“ და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა გაქადაგდება.
4
იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ ასეთ ქადაგთ თავისი ყოველი ხილვისა გაქადაგებისას და აღარ მოიხვევენ ღაზლის შალებს ხალხის თვალის ასახვევად,
5
არამედ ყოველი მათგანი იტყვის: „მე არა ვარ წინასწარმეტყველი, მე მიწის მუშა ვარ, რადგან მონად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.“
6
და თუ ეტყვიან მას: „ეგ რა იარები გაქვს ზურგზე?“ ის მიუგებს: „ჩემი მოკეთის სახლში მომხვდა.“
7
„მახვილო, აღიძარ ჩემს მწყემსთა წინააღმდეგ და ჩემი მახლობლის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – დასცხე მწყემსს და გაიფანტება ფარა; მაშინ მე ხელს მივყოფ კრავებს
8
მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი განადგურდება და გაწყდება, მესამედი კი გადარჩება.
9
გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გამოვახურვებ, როგორც ვერცხლს გამოახურვებენ, და გავწმედ მათ, როგორც ოქროს აწმინდავებენ. მაშინ მოუხმობენ ჩემს სახელს, და მეც მოვუსმენ მათ და ვიტყვი: „ეს არის ჩემი ერი;“ და იტყვიან ისინი: „უფალია ჩემი ღმერთი!“
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14