bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 12
Zechariah 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 13 →
1
განაჩენი. ასე ამბობს უფალი, რომელმაც გადაფინა ცა და დააფუძნა დედამიწა, და დაბადა სული კაცში:
2
აჰა, იერუსალიმს ვაქცევ მათრობელ თასად ყველა ირგვლივ მცხოვრები ხალხებისთვის, და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი.
3
დადგება დრო და ვაქცევ იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ტომებისთვის, და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება, და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.
4
იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს, მაგრამ იუდას სახლზე მექნება თვალი გახელილი; ხოლო ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.
5
და იტყვიან იუდას მთავარნი გულში: „ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფალში, მათ ღმერთში.“
6
იმ დღეს იუდას მთავართ ანთებულ ქურად ვაქცევ ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის, და ისინი შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხებს ირგვლივ, იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილას – იერუსალიმში.
7
და უფალი ჯერ იუდას კარვებს იხსნის, რათა დავითის სახლის დიდება და იერუსალიმის მკვიდრთა დიდება არ აღემატოს იუდას დიდებას.
8
იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მკვიდრთ და მათ შორის ყველაზე ძაბუნიც კი დავითივით იქნება, დავითის სახლი კი იქნება, როგორც ღმერთი, როგორც უფლის ანგელოზი მათ წინაშე.
9
იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ მთელიწარმართობის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე.
10
ხოლო დავითის სახლსა და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე გადმოვღვრი წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი მე, რომელიც განმგმირეს მათ, და დამიტირებენ, როგორც მხოლოდშობილ ძეს დასტირიან და გამწარდებიან, როგორც პირმშოზე მწარდებიან.
11
იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადად-რიმონისა მეგიდოს ველზე.
12
და იგლოვებს მთელი ქვეყანა – ყოველი საგვარეულო ცალკე: დავითის სახლის საგვარეულო ცალკე, და მათი ქალები ცალკე, ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე;
13
ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე, შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე.
14
ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი ქალები ცალკე.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14