bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 9
Zechariah 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 10 →
1
განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანასა და დამასკოზე შეჩერდება, რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ ტომს,
2
და ხამათს, მას რომ ესაზღვრება, ცორსა და ციდონს, რადგან მეტისმეტად გაბრძენდა ცორი.
3
აიშენა ცორმა ციხესიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და რიყის ქვასავით – ოქრო.
4
აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში განადგურდება.
5
იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი.
6
უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნებას.
7
ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნებიან, როგორც ათასისთავები იუდაში, ყეკრონის მცხოვრებნი კი, როგორც იებუსელნი.
8
ბანაკს მოვაწყობ ჩემს სახლთან ლაშქრის წინააღმდეგ, ყველა გამვლელის წინააღმდეგ, და ვეღარ გაიჭაჭანებს აქ შემვიწროვებელი, რადგან ამიერიდან თვალი მიჭირავს მასზე.
9
იხარე, სიონის ასულო! იზეიმე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და მხსნელი; თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ვირის ნაშიერზე.
10
მაშინ მოვსპობ ეტლებს ეფრემში და ცხენებს – იერუსალიმში; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს, და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდეებამდე.
11
შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გამო გაგითავისუფლებ შენს ტყვეებს მღვიმეებიდან, სადაც არაა წყალი.
12
დაუბრუნდით ციხესიმაგრეებს, იმედის მქონე ტყვეებო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ,
13
რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებად მექნება ეფრემი; აღვძრავ შენს ძეებს, სიონო, შენი ძეების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ!
14
და გამოჩნდება უფალი მათ ზემოთ, და, ელვასავით გამოფრინდება მისი ისარი. და დასჭექს უფალი ღმერთი საყვირით და წამოვა სამხრეთის ქარიშხლებში.
15
ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ, და ისინი გაანადგურებენ და გადაჯეგავენ შურდულის ქვებს, და შესვამენ სისხლს, როგორც ღვინოს და აივსებიან როგორც სამსხვერპლოს თასები, როგორც სამსხვერპლოს კუთხეები.
16
და იხსნის იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, თავის ხალხს როგორც ცხვრის ფარას; რადგან, როგორც გვირგვინის თვლები ისე გაბრწყინდებიან ისინი მის მიწაზე.
17
ო, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რა საოცარია მისი მშვენება! ჭაბუკებს პური აძლიერებს, ქალწულებს – მაჭარი.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14