bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zechariah 7
Zechariah 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 8 →
1
დარიოს მეფის მეფობის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი მეცხრე თვის, რომელსაც ქისლევი ეწოდება, მეოთხე დღეს,
2
როცა გაგზავნა ბეთელმა სარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ უფლის წინაშე სალოცავად
3
და ცაბაოთ უფლის სახლში მყოფი მღვდლებისა და წინასწარმეტყველებისათვის რომ ეკითხათ: „ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც ამას უკვე მრავალი წელია ვაკეთებ?“
4
და იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემდამი თქმული:
5
ასე უთხარი ქვეყნის მთელ ხალხსა და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში მთელი ამ 70 წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? ნუთუ ჩემთვის?
6
და როცა ჭამთ და, როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და განა თქვენთვის არა სვამთ?
7
განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა უწინდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი ჯერ კიდევ დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მის ირგვლივ ქალაქები, სამხრეთი ქვეყანა და დაბლობი დასახლებული იყო?
8
და იყო უფლის სიტყვა ზაქარიასადმი:
9
ასე ამბობდა ცაბაოთ უფალი მაშინ: ქმენით სწორი სამართალი, ყველა კეთილად და მოწყალებით მოექცეს თავის მოძმეს;
10
ქვრივ-ობლებს, ხიზანსა და ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, და ბოროტებას გულში ნუ ჩაიდებთ ერთმანეთის მიმართ.
11
მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, ზურგი მაქციეს და ყურები დაიყრუეს, რომ არ ესმინათ.
12
გულები გაიქვავეს, რომ არ მოესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებსაც აგზავნიდა ცაბაოთ უფალი თავისი სულით, უწინდელ წინასწარმეტყველთა პირით; ამიტომაც დიდი რისხვა დაატეხა მათ ცაბაოთ უფალმა.
13
და იყო, როგორც ის მოუხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე როცა ისინი მიხმობდნენ, მე არ ვუსმენდი მათ, – ამბობს ცაბაოთ უფალი.
14
და მე გავფანტე ისინი წარმართთა შორის, რომელთაც ისინი არ იცნობდნენ, და გაუდაბურდა ქვეყანა მათ შემდეგ, ისე რომ აღარ იყო იქ გამვლელ-გამომვლელი, და მათ უდაბნოდ აქციეს რჩეული ქვეყანა.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14